Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ყველას როდი გაუხარდა ის შედეგი, რაც ჩვენმა ნაკრებმა ევრო 2024-ზე აჩვენა. მათ ნაკრების ფიასკო უფრო გაუხარდებოდათ, რომ მერე ესეც საკუთარი ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინათ

მარშალ პრესი 03/07/2024
zaal anjaparidze

მართალია, რომ კუზიანს მხოლოდ სამარე თუ გაასწორებსო! თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ აქ ყველას როდი გაუხარდა ის შედეგი, რაც ჩვენმა ნაკრებმა ევრო-2024 ზე აჩვენა. მათ ნაკრების ფიასკო უფრო გაუხარდებოდათ, რომ მერე ესეც საკუთარი ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინათ, – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში. ექსპერტის თქმით, გუშინდელ საზეიმო ღონისძიებაზე სპეციალურად მიგზავნილი ჯგუფების ველური სტვენა და ყმუილი პრემიერის მისამართით, იყო ზემოთ ხსენებული შემადგენლობის სრული ლუსტრაცია.

მანვე აღნიშნა, რომ გახარიას პარტიამ საჯაროდ მოიწონა ის უმსგავსობა რაც გუშინ ვნახეთ და ამით კიდევ უფრო ჩაეფლო პოლიტიკურ და მორალურ ჭაობში. „მართალია, რომ კუზიანს მხოლოდ სამარე თუ გაასწორებსო! თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ აქ ყველას როდი გაუხარდა ის შედეგი, რაც ჩვენმა ნაკრებმა ევრო-2024 ზე აჩვენა.

მათ ნაკრების ფიასკო უფრო გაუხარდებოდათ, რომ მერე ესეც საკუთარი ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინათ. გუშინდელ საზეიმო ღონისძიებაზე სპეციალურად მიგზავნილი ჯგუფების ველური სტვენა და ყმუილი პრემიერის მისამართით, იყო ამ შემადგენლობის სრული ლუსტრაცია. მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ „ზეიმი აახიეს“ ხელისუფლებას. სინამდვილეში კი საკუთარ თავს აახიეს სახე, რომელიც ისედაც დაკარგული ჰქონდათ. ნიშანდობლივი კიდევ ის იყო, რომ დღეს გახარიას პარტიამ ყველას დაასწრო და საჯაროდ მოიწონა ის უმსგავსობა რაც გუშინ ვნახეთ, და ამით კიდევ უფრო ჩაეფლო პოლიტიკურ და მორალურ ჭაობში. ისე, ზოგი ჭირი მარგებელია – უადვილებენ ხალხს არჩევანს ოქტომბერში“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

Continue Reading

Previous: საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ამაღელვებლად ქომაგობდნენ ჩვენი სომეხი ძმები, რაც ძალიან გვახარებს, ვაფასებთ ამ მხარდაჭერას
Next: საქართველოს ინიციატივა – ტერიტორიების ოკუპაცია კიდევ ერთ შესწორებაში შეეტანათ, სადაც საუბარია რუსეთის მავნე ქმედებებზე, სამწუხაროდ, რეზოლუციაში არ გაითვალისწინეს – სახელმწიფო ინტერესების შელახვის გამო, დელეგაცია რეზოლუციის წინააღმდეგ მისცემს ხმას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025