Skip to content
26/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

წარმოიდგინეთ 5 ნოემბერს ბლინკენს ეუბნებიან – არჩევნები წავაგეთო. რა დროს ეგაა – უპასუხებს ბლინკენი, იმათ კანონი მაინც არ გაიწვიესო? პოლიტიკაში კლასიკური ტიპის შიზოფრენიაზე კი მსმენია, მაგრამ ასეთი აშკარა ტიპის?

მარშალ პრესი 01/07/2024
david kartvelishvili

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ენტონი ბლინკენის განცხადებას – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე შეშფოთების გამოსახატავად ზომები მივიღეთ – მოსალოდნელია, რომ ამის შესახებ თქვენ უფრო ბევრს ნახავთ“ – სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს – „ბაიდენ/ტრამპის დებატების შემდეგ ყველაფერს ველოდი, ამ განცხადების გარდა“.

მისივე თქმით, პოლიტიკაში კლასიკური ტიპის შიზოფრენიაზე ბევრი სმენია, მაგრამ ბლინკენთან დაკავშირებით, რაღაც ახალია.

„ბაიდენ/ტრამპის დებატების შემდეგ ყველაფერს ველოდი, ამ განცხადების გარდა. ასეთი ხანგრძლივი აღშფოთებული შეშფოთებების ფონზე ვინმეს ინსულტმა არ დაარტყას, წმინდა ადამიანური თვალსაზრისით ამ ცოდვის აღება საკუთარ თავზე რატომ უნდა გინდოდეს? არადა სიტუაცია სულ უფრო ანეკდოტურია, წარმოიდგინეთ 5 ნოემბერს ბლინკენს ეუბნებიან – არჩევნები წავაგეთო. რა დროს ეგაა – უპასუხებს ბლინკენი, იმათ კანონი მაინც არ გაიწვიესო? პოლიტიკაში კლასიკური ტიპის შიზოფრენიაზე კი მსმენია, მაგრამ ასეთი აშკარა ტიპის?“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: ცესკომ ISO 9001:2015-ის ფარგლებში მორიგი საერთაშორისო საკონტროლო აუდიტი წარმატებით გაიარა
Next: მიუხედავად ამისა, ბიძინა ივანიშვილმა მაშინ გადადგა ასეთი ნაბიჯი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.