Skip to content
13/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მიუხედავად ამისა, ბიძინა ივანიშვილმა მაშინ გადადგა ასეთი ნაბიჯი

მარშალ პრესი 02/07/2024
levan chotorlishvili

თუ ადამიანი თანახმაა საკუთარი იდეისთვის თავი გაწიროს, მას ვერ შეაჩერებ ფინანსური სანქციებით. 2011 წელს ქართულ პოლიტიკაში მოსვლა, გამომდინარე იმ ვითარებიდან რა ვითარებაც მაშინ იყო შექმნილი ქვეყანაში, უკავშირდებოდა მაღალ რისკს, რომელთანაც შედარებით ფინანსური სანქციები არაფერია. მიუხედავად ამისა ბიძინა ივანიშვილმა მაშინ გადადგა ასეთი ნაბიჯი და მოვიდა ქართულ პოლიტიკაში, – წერს პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, საქართველო პატარა ქვეყანაა და არ აპირებს აქტიური როლი ითამაშოს გეოპოლიტიკური წესრიგის ჩამოყალიბების პროცესში. მანვე აღნიშნა, რომ სანქციებით ამ პოლიტიკური პროცესების აქტიურ მონაწილედ ვერ გახდიან საქართველოს, რადგან აქტიური როლი შეიცავს ეგზისტენციალურ რისკს.

„თუ ადამიანი თანახმაა საკუთარი იდეისთვის თავი გაწიროს, მას ვერ შეაჩერებ ფინანსური სანქციებით. 2011 წელს ქართულ პოლიტიკაში მოსვლა, გამომდინარე იმ ვითარებიდან რა ვითარებაც მაშინ იყო შექმნილი ქვეყანაში, უკავშირდებოდა მაღალ რისკს, რომელთანაც შედარებით ფინანსური სანქციები არაფერია. მიუხედავად ამისა ბიძინა ივანიშვილმა მაშინ გადადგა ასეთი ნაბიჯი და მოვიდა ქართულ პოლიტიკაში.
რას ემსახურება დღეს სანქციების თემა, ან ევროინტეგრაციის მოლაპარაკებების შეჩერება. რას მოელიან საპასუხოდ ჩვენი პარტნიორები? უფრო ხისტი პოლიტიკის გატარება რუსეთის მიმართ საქართველოს არ შეუძლია. დღეს საერთოდ მოშლილია საერთაშორისო სამართლის ნორმები, უხეშ სამხედრო ძალაზეა გადასული პროცესები. ამიტომ ჩვენ დღეს უფრო დაუცველები ვართ ვიდრე ოდესმე უახლეს ისტორიაში.
ჩვენ შეიძლება გვქონდეს მხოლოდ მშვიდობის შენარჩუნების პოლიტიკა. საქართველო პატარა ქვეყანაა და არ აპირებს აქტიური როლი ითამაშოს გეოპოლიტიკური წესრიგის ჩამოყალიბების პროცესში. სანქციებით ამ პოლიტიკური პროცესების აქტიურ მონაწილედ ვერ გაგვხდიან, იმიტომ რომ აქტიური როლი შეიცავს ეგზისტენციალურ რისკს“, – წერს ლევან ჭოტორლიშვილი.

Post navigation

Previous: წარმოიდგინეთ 5 ნოემბერს ბლინკენს ეუბნებიან – არჩევნები წავაგეთო. რა დროს ეგაა – უპასუხებს ბლინკენი, იმათ კანონი მაინც არ გაიწვიესო? პოლიტიკაში კლასიკური ტიპის შიზოფრენიაზე კი მსმენია, მაგრამ ასეთი აშკარა ტიპის?
Next: საქართველოში არის “ვენესუელის სცენარის” ნიშნები, თუმცა რა სცენარებიც არ უნდა მოქსოვონ აშშ-ში, ხალხის ნებას წინ ვერ აღუდგებიან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.