Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრეცედენტის მოძებნა ძნელია, როდესაც ერთი ქვეყნის წარმომადგენელი საკუთარი ქვეყნის წევრობის შეზღუდვას ითხოვს ევროპის საბჭოში

მარშალ პრესი 29/06/2024
archil talakvadze

პრეცედენტის მოძებნა ძნელია, როდესაც ერთი ქვეყნის წარმომადგენელი საკუთარი ქვეყნის წევრობის შეზღუდვას ითხოვს ევროპის საბჭოში, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების – ანა წითლიძისა და ლევან ბეჟაშვილის ინიციატივის შესახებ, რომელიც საქართველოსთვის ევროპის საბჭოს წევრობის შეზღუდვას გულისხმობდა.

„ეს იყო ერთ-ერთი უარესი დღე კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ცხოვრებაში. ისინი ჩავიდნენ სტრასბურგში და გააკეთეს ის, რაც აბსოლუტურად ანტიქართული და ანტიევროპულიც გახლავთ. მას შემდეგ, რაც აგვისტოს ომის დროს რეზოლუციას მოაწერეს ხელი, სადაც საკუთარი ქვეყანა და ჯარი დაადანაშაულეს ომის დაწყებაში, ახლა გააკეთეს ის, რომ ევროსაბჭოს მიმართეს თხოვნით, საქართველოს 25 წლიანი წევრობა და თანამშრომლობა შეიზღუდოს ევროსაბჭოში. პრეცედენტის მოძებნა ძნელია, როდესაც ერთი ქვეყნის წარმომადგენელი საკუთარი ქვეყნის წევრობის შეზღუდვას ითხოვს ევროპის საბჭოში. ეს მიუთითებს, რა მორალის ხალხთან, როგორ ანტიქართულ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Post navigation

Previous: ახლაც თამაშზე ყოველგვარი წნეხის გარეშე გავალთ, მხოლოდ სურვილით, რომ ვითამაშოთ სწორად და გუნდურად – ვილი სანიოლი
Next: გურიის სანაპირო ზოლი მზად არის დამსვენებლებს მოწესრიგებულ გარემოში უმასპინძლოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.