Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სპორტი

ახლაც თამაშზე ყოველგვარი წნეხის გარეშე გავალთ, მხოლოდ სურვილით, რომ ვითამაშოთ სწორად და გუნდურად – ვილი სანიოლი

მარშალ პრესი 29/06/2024
vili sanioli

ისევე, როგორც პორტუგალიის წინაშე, ახლაც თამაშზე ყოველგვარი წნეხის გარეშე გავალთ, მხოლოდ სურვილით, რომ ვითამაშოთ სწორად და გუნდურად, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრებს არაფერი აქვს დასაკარგი და მერვედფინალში ესპანეთთან აღფრთოვანებით ითამაშებს.

„ამაყი ვარ, აგრეთვე ძალიან გაოცებულიც, რადგან გულწრფელად რომ ვთქვა არ ველოდი სამჯერ ასეთ კარგ თამაშს. ისევე, როგორც პორტუგალიის წინაშე, ახლაც თამაშზე ყოველგვარი წნეხის გარეშე გავალთ, მხოლოდ სურვილით, რომ ვითამაშოთ სწორად და გუნდურად. ფეხბურთი სავსეა მოულოდნელობითა და სიურპრიზებით. არაფერი გვაქვს დასაკარგი, მე ვფიქრობ, რომ ფეხბურთელები აღფრთოვანებით ითამაშებენ მერვედფინალში გამოცდილ ესპანეთთან. არაფრის მეშინია. ისეთი თამაშის წარმოჩენა რომც ვერ შევძლოთ, როგორიც პორტუგალიასთან იყო, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გამოსვლამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა“,- აღნიშნა სანიოლიმ.

Post navigation

Previous: ეს კარგი ჟესტია, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ კარგი შედეგები გვაქვს ჩვენი ქვეყნისთვის და არა ფულისთვის – ლუკა ლოჩოშვილი ფონდი „ქართუს” ჯილდოზე
Next: პრეცედენტის მოძებნა ძნელია, როდესაც ერთი ქვეყნის წარმომადგენელი საკუთარი ქვეყნის წევრობის შეზღუდვას ითხოვს ევროპის საბჭოში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.