შავი ხვრელი – ეს ტერმინი თავად მოიგონეს და ბოლოს მივიდნენ ამ კამპანიით იქამდე, რომ საკუთარი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს წერენ წერილს ამ შავი ხვრელის გამოსარიცხად რას აკეთებთ? ანუ ამბავი მოიგონეს და გვეუბნებიან, ნუ აკრიტიკებთ თუნდაც ევროპარლამენტარ კონკრეტულ ადამიანს, ნუ ესხმით თავს, სინამდვილეში თავს როცა ვიცავთ ამას ეძახიან თავდასხმას. ანუ, ის გააკეთებს რაღაც კომენტარს, გეტყვის, რომ შენ შავი ხვრელი, უბედურება ხარ, საშინელებას აკეთებ.
როგორც კი იტყვი, რომ ეს ლობირებს ნაცმოძრაობას, კრიმინალებს, სიმართლეს ეტყვი თუ არა იმ წუთში ეს არის თავდასხმა. ანუ, რომ გცემენ ხელი არ შეუბრუნო, ეს არის თავდასხმა და ეს ევროინტეგრაციის პროცესს შეაჩერებს. ამ ლოგიკით ცდილობთ ევროპულობის დამტკიცებას, ეს ცალკე პარადოქსია – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
„მოდი გავიხსენოთ ძალიან მოკლედ, უახლოესი, ერთი და ორი თვის წინანდელი ამბები, რომელიც დაავიწყდა ყველას, გვავიწყდება იმიტომ, რომ ბევრი ამბები ხდება ასეთი. საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტი აპირებს საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში რუსულენოვანი სექტორის აღდგენას, იყო ასეთი ნიუსი, სამი დღე ატრიალეს? ხო ფეიკი იყო, ხო ნაცებიის მოგონილი ფეიკი იყო? ვინმე მეწინააღმდეგებით ამაში?
ხომ ვერ მეწინააღმდეგება ვერავინ. მეორე – ბათუმში იხსნება რუსული სკოლა, იმის პარალელურად, ემოციებზე რომ ეთამაშათ. შემდეგ, საქართველოს საჰაერო სივრცე რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა გადაკვეთა, სამ საათიანი ფეიკი, ესეც ნერვებზე სათამაშოდ. რას კადრულობენ, რა უნდოდა რუსულ სამხედრო თვითმფრინავს, ესეც ფეიკი. შემდეგი – დაიწყესო ჩეჩნეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა სასწრაფო წესით, ესეც რაღაცა რა დონის ფეიკი, რამდენ საათიანი თუ წუთიანი არ ვიცი. ლარსთან გადაადგილდებაო სამხედრო ტექნიკა გაურკვეველი ნომრებით, რომლებიც გადის რუსეთის მიმართულებით.
გახსოვთ ესეც, ატეხა ერთ საღამოს, ღამეს ერთ-ერთმა ტელევიზიამ, რომელმა გაგიკვირდებათ და ნაცმოძრაობის ტელევიზიაა ერთ-ერთი და დილით უკვე საერთოდ გაქრა ეს ნიუსი იმიტომ, რომ ესეც მდარე ფეიკი. შემდეგ, რძეზე და ყველზე და იმაზე აღარ ვყვები, მეუხერხულება, გახსენებთ და აღარ გავაგრძელებ. სოცქსელებში დასპონსორებული გვერდები ამ ფეიკებით და შავი ხვრელი, ეს არის თავხედობის პიკი, ბოდიში მეორედ მიწევს დღეს ამ სიტყვის თქმა, ანუ, შავი ხვრელი – ეს ტერმინი თავად მოიგონეს და ბოლოს მივიდნენ ამ კამპანიით იქამდე, რომ საკუთარი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს წერენ წერილს ამ შავი ხვრელის გამოსარიცხად რას აკეთებთ? ანუ ამბავი მოიგონეს და გვეუბნებიან, რომ ნუ აკრიტიკებთ თუნდაც ევროპარლამენტარ კონკრეტულ ადამიანს, რამდენიმე ადამიანი იცით ჩვენს მიმართ როგორი დამოკიდებულებით გამოირჩევა.
ნუ ესხმით თავს, ოღონდ სინამდვილეში თავს როცა ვიცავთ ამას ეძახიან თავდასხმას. ანუ, ის გააკეთებს რაღაც კომენტარს, გეტყვის, რომ შენ შავი ხვრელი, უბედურება ხარ, საშინელებას აკეთებ. როგორც კი იტყვი, რომ ეს ლობირებს ნაცმოძრაობას, კრიმინალებს, რაღაცას, სიმართლეს ეტყვი თუ არა იმ წუთში ეს არის თავდასხმა. ანუ, რომ გცემენ ხელი არ შეუბრუნო, ეს არის თავდასხმა და ეს ევროინტეგრაციის პროცესს შეაჩერებს. ამ ლოგიკით ცდილობთ ევროპულობის დამტკიცებას, ეს ცალკე პარადოქსია“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამერიკაში ჩვენი ელჩის გადადგომა არის ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი – ზაალ ანჯაფარიძე