Skip to content
09/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

მოვისმინეთ მორიგი ბინძური ცილისწამება ჩვენი მთავრობის წინააღმდეგ – პრემიერი უკრაინის დაზვერვის განცხადებებზე

მარშალ პრესი 27/05/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ მოვისმინეთ მორიგი ბინძური ცილისწამება ჩვენი მთავრობის წინააღმდეგ – უკრაინის დაზვერვის სამსახურის ორი განცხადება გავრცელდა, არავითარი, ნული მტკიცებულება, ნული ფაქტი იქნა გასაჯაროებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ არაერთი მიმართვის მიუხედავად, უკრაინულ მხარეს გაკეთებული განცხადებების დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი არ წარუდგენია.

„ჩვენ მათ მივმართეთ, დავურეკეთ, დავუკავშირდით, ვუთხარით, რატომ გააკეთეს ეს, კარგად მოგეხსენებათ, მაშინ თქვეს, რომ თითქოს საქართველო ეხმარება სანქცირებულ კომპანიებს, რუსულ კომპანიებს და ინდივიდებს სანქციების გვერდის ავლაში, არავითარი ფაქტი, არგუმენტი არ წარუდგენიათ, ჩვენ მათ დავუკავშირდით, მოვთხოვეთ მტკიცებულებების წარმოდგენა, დაბარებული გვყავდა ელჩის წარმომადგენელი, დღემდე არავითარი მტკიცებულება არ მიგვიღია. ეს რას ნიშნავს, სად არის თქვენი რეაქცია, პატრიოტო დეპუტატებო, სად არის თქვენი ეროვნული ინტერესების დაცვა, რატომ არის სიჩუმე ამაზე? ეს არის მიზანმიმართული ანტიქართული ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა“, – განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: საქართველომ არ დაუწესა ეროვნული ეკონომიკური სანქციები რუსეთს ერთადერთი ძალიან სწორი მიზეზით
Next: რომ გცემენ ხელი არ შეუბრუნო, ეს თავდასხმაა და ევროინტეგრაციის პროცესს შეაჩერებსო – მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025