Skip to content
02/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა

მარშალ პრესი 27/06/2024
133

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს და  რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.

ყურადღება დაეთმო ეკონომიკურ თანამშრომლობასა და რეგიონული მნიშვნელობის პროექტებს. აღინიშნა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობა მსხვილი ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელების საქმეში.

ხაზი გაესვა სატრანზიტო და ლოგისტიკური ფუნქციის გაძლიერებისკენ მიმართული პროექტების, მათ შორის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

ჯეიჰუნ ბაირამოვმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლა მიულოცა.

Continue Reading

Previous: ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე თქვა – აუცილებელია ჩატარდეს, რაც შეიძლება მეტი ტურნირი და ამ მიდგომამ გაზარდა წარმატებული სპორტსმენების რიცხვი
Next: ქართული დიასპორის გაძლიერება, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვა ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025