Skip to content
02/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე თქვა – აუცილებელია ჩატარდეს, რაც შეიძლება მეტი ტურნირი და ამ მიდგომამ გაზარდა წარმატებული სპორტსმენების რიცხვი

მარშალ პრესი 27/06/2024
kavelashvili

დღეს საქართველოში ადამიანებმა აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულებებით გაიღვიძეს. დარწმუნებული ვარ, ისინი ნებისმიერ სფეროში, სადაც მოღვაწეობენ, ჩათვლიან საჭიროდ, გაათმაგებული ენერგიით იშრომონ და ისეთივე დიდი გამარჯვებები მოუტანონ თავიანთ ქვეყანას, როგორც ჩვენმა ნაკრებმა მოუტანა, – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს მთელი მსოფლიო საქართველოზე საუბრობს და ეს იმ ძალისხმევის დამსახურებაა, რომელიც სახელისუფლებო გუნდმა 2012 წლის შემდეგ სპორტში გასწია.

„ის, რაც ჩვენმა გუნდმა 2012 წლის შემდეგ სპორტში განახორციელა, თავისთავად ვერ მოხდებოდა. ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე თქვა, აუცილებელია ჩატარდეს, რაც შეიძლება მეტი ტურნირი და სპორტი ქვეყანაში იყოს პრიორიტეტული. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ჩატარდა მაღალი დონის ტურნირები. ამ ყველაფერმა კი მოიტანა იმ ადამიანთა რიცხვის გამრავლება, რომლებმაც დღეს უკვე სპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმატებას მიაღწიეს.

ნებისმიერი ქვეყნის ნაკრების გამარჯვება ზრდის ადამიანების საქმისადმი დამოკიდებულებას, ინტერესს და ხარისხს. დღეს საქართველოში ადამიანებმა აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულებებით გაიღვიძეს. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ სფეროში, სადაც მოღვაწეობენ, ჩათვლიან საჭიროდ გაათმაგებული ენერგიით იშრომონ და ისეთივე დიდი გამარჯვებები მოუტანონ თავიანთ ქვეყანას, როგორც ჩვენმა ნაკრებმა.

მადლობა ბიჭებს, იმისთვის, რომ უდიდესი სიხარული გვაჩუქეს. დღეს საქართველო კიდევ უფრო ცნობილი გახდა მსოფლიოში, განსაკუთრებით ფეხბურთით. მთელი მსოფლიო დღეს საქართველოზე საუბრობს,“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Continue Reading

Previous: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ვუგზავნით ქართველი ხალხის აღშფოთებას ჩვენს მიმართ არასამართლიანი მოპყრობის გამო
Next: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025