Skip to content
23/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს

მარშალ პრესი 26/06/2024
12

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 2024-2025 სასწავლო წლისათვის მისაღებ მოსწავლეთა რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეების რეგისტრაცია ორ ლოკაციაზე შეუძლიათ – ქუთაისში, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში და თბილისში, თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“. 

ლიცეუმში ჩაბარების მსურველ მოსწავლეების რეგისტრაცია 28 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. მოსწავლე ერთ-ერთ მშობელთან ან კანონიერ წარმომადგენელთან ერთად უნდა გამოცხადდეს და საბუთების მიმღებ კომისიას ვებ-გვერდზე მითითებული საჭირო საბუთების ჩამონათვალი წარუდგინოს. იმ შემთხვევაში თუ მოსწავლე საბუთების მიმღებ კომისიას რეგისტრაციის დროს ვერ წარუდგენს ლიცეუმის მიერ მოთხოვნილ რომელიმე დოკუმენტს, მოსწავლეს მიეცემა შესაძლებლობა დარჩენილი დოკუმენტი წარმოადგინოს არაუგვიანეს 5 ივლისისა. 

რეგისტრაციის გავლის შემდგომ რეგისტრირებული მოსწავლეები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან. რეგისტრაციისა და სამედიცინო შემოწმების პროცესის წარმატებით გავლის შემდეგ, 13 და 14 ივლისს მათემატიკისა და ზოგადი უნარების გამოცდებს ჩააბარებენ. 

მოსწავლეთა შერჩევისა და მიღების პროცესებზე დაკვირვებას თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები აწარმოებენ.

Continue Reading

Previous: სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობის ფაქტზე დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორს ბრალდება წარუდგინა
Next: ცარიელ ფურცელს ახლიდან მოაწერენ ხელს, გააფერადებენ და ისე მოაწერენ, თუ შალვას ფანჩატურში შეიკრიბებიან, მათ ეს პროცესი ვერავითარ ლეგიტიმაციას ვერ შესძენს – მათი ძალადობრივი მეთოდები იგივეა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025