Skip to content
13/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობის ფაქტზე დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორს ბრალდება წარუდგინა

მარშალ პრესი 26/06/2024
sps

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი ამხილა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 15 თებერვალს, გარდაბნის რაიონში, ბრალდებულმა სამართალდამცავმა სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე, დაზარალებულის საკუთრებაში არსებული ავტომობილი რკინის საგნით დააზიანა, ამის შემდეგ კი – იგივე საგნით დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვის შემდეგ გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები მყისიერად ჩაატარა. გამოიკითხნენ ფაქტის შემსწრე პირები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და დაზიანებული ავტომობილი, ამოღებული იქნა სხვადასხვა ნივთიერი მტკიცებულება, რის შემდეგაც, დაცვის პოლიციის ინსპექტორს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.

დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

Continue Reading

Previous: 17 მაისს, როდესაც საქართველოს მილიონამდე მოქალაქე გამოვიდა დედაქალაქისა და რეგიონების ქუჩებში, ფაქტობრივად, სახალხო რეფერენდუმი შედგა კონსტიტუციურ პროექტებთან დაკავშირებით
Next: გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025