Skip to content
28/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ალავერდის სამონასტრო კომპლექსის დაზიანების შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

მარშალ პრესი 26/06/2024
alaverdi

სტიქიის შედეგად ალავერდის სამონასტრო კომპლექსის დაზიანების შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ალავერდის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე იმყოფებიან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებიც ეცნობიან შექმნილ მდგომარეობას.

„სტიქიის შედეგად გადახდილია გუმბათის თუნუქის საფარი, ტაძრის სამხრეთ კალთაზე დაზიანებულია ლორფინის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარის და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქის სახურავი და საეპისკოპოსო სასახლის კრამიტის სახურავი, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.

ამჟამად მიმდინარეობს დაზიანებათა სიმძიმის განსაზღვრა და უახლოეს დღეებში ადგილობრივ ეპარქიასა და მის მმართველ აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან ერთად დაიგეგმება ტაძრის დაზიანებების აღმოსაფხვრელი ღონისძიებები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ახმეტის მუნიციპალიტეტში რამდენიმე საათის წინ ძლიერი ქარიშხალი იყო, რის შედეგადაც ალავერდის ტაძარი დაზიანდა. ძლიერმა ქარმა დააზიანა ავტომანქანებიც, აგრეთვე მოგლეჯილია ხეები.

Continue Reading

Previous: ვენეციის კომისია „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მოსაზრებას აქვეყნებს
Next: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე პირველი მოსმენით იმსჯელა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025