Skip to content
28/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვენეციის კომისია „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მოსაზრებას აქვეყნებს

მარშალ პრესი 26/06/2024
veneciis komisia

ვენეციის კომისია „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მოსაზრებას აქვეყნებს.

ვენეციის კომისიის მოსაზრებაში ნათქვამია, რომ ვენეციის კომისია მწუხარებას გამოთქვამს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ეხება ძალიან სენსიტიურ საკითხებს, იწყება იმ პერიოდში, რომელიც ხასიათდება ძლიერი და ხანგრძლივი მასობრივი პროტესტით, ძლიერი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი დაძაბულობით, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც ეს ხდება არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, უგულებელყოფს რამდენიმე საერთაშორისო დამკვირვებლის მიერ წამოჭრილ შეშფოთებას.

„ვენეციის კომისია ახალი შესწორებების მიღებამდე დასაბუთებული ანალიზის ჩატარების რეკომენდაციას იძლევა, რომელშიც ჩართული იქნება საზოგადოების ყველა სეგმენტი, განსაკუთრებით სექსუალური და გენდერული უმცირესობების წარმომადგენლები, ასევე, შესაბამისი სექტორების ექსპერტები და პროფესიონალები (სამართალი, ჯანდაცვა, განათლება, სოციალური მზრუნველობა და ა.შ.). ასეთი ანალიზი უნდა გამოქვეყნდეს საჯაროდ და ჩატარდეს იმ დროში, რომელიც შესაბამისი იქნება მიუკერძოებელი კონსულტაციისთვის, რათა მოხდეს სადავო საკითხების სამართლიანი და მიუკერძოებელი შეფასება.

რაც შეეხება საკონსტიტუციო კანონის პროექტის სამართლებრივ შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სასამართლო პრაქტიკისა და ვენეციის კომისიის წინა მოსაზრებების გათვალისწინებით, კომისია მიიჩნევს, რომ შესწორებების შესაბამისობა ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან ვერ დადგინდება ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო და ამ წინადადების უბრალო შეთავაზებაც კი საქართველოში ლგბტი ადამიანების წინააღმდეგ მტრული და სტიგმატიზებული ატმოსფეროს გაღვივების რისკებს აჩენს. ამგვარად, კომისია რეკომენდაციას უწევს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად გადახედონ ამ საკანონმდებლო წინადადებას და არ გააგრძელონ მისი მიღება. თუმცა, საკონსტიტუციო კანონის პროექტი თუ შენარჩუნებული იქნება, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებია: კანონპროექტის 1.1 მუხლის შეცვლა იმგვარად, რაც დასაშვებს ხდის ერთნაირსქესიანთა წყვილების სამართლებრივ აღიარებას; კანონპროექტის 1.1 მუხლიდან სიტყვების „გენეტიკურად“ ამოღება; კანონპროექტის 1.2 მუხლში სიტყვის „ჰეტეროსექსუალური“ ტერმინით „ერთი“ ან „ინდივიდუალური“ ჩანაცვლება; საკონსტიტუციო კანონპროექტიდან 1.3 მუხლის წაშლა; კანონპროექტის 1.4 მუხლიდან პირველი ფრაზის წაშლა (გენეტიკური მონაცემების შესაბამისად) და საკმარისად დეტალური, ზუსტი კანონის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომ პროცედურებს ტრანსგენდერი პირებისთვის რეგისტრირებული სქესობრივი მარკერის შეცვლისთვის; კანონპროექტის 1.5 მუხლის წაშლა ან მისი იმგვარად შეცვლა, რათა უზრუნველყოფილი იყო არადისკრიმინაციულ სტანდარტებთან შესაბამისობა; კანონპროექტის 1.6, 1.7 და 1.8 მუხლების წაშლა, ინცესტის კი ცალკე დარეგულირება, სისხლის სამართლის კანონის ფარგლებში. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებისა და საპარლამენტო ასამბლეის განკარგულებაში რჩება ამ საკითხში დახმარების გასაგრძელებლად“, – ნათქვამია ვენეციის კომისიის მოსაზრებაში.

Continue Reading

Previous: ვენეციის კომისია სამართლიანი დასკვნების ნაცვლად, პოლიტიკურ დასკვნებს იძლევა და საქართველოს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებისკენ მოუწოდებს
Next: ალავერდის სამონასტრო კომპლექსის დაზიანების შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025