Skip to content
21/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

მარშალ პრესი 27/05/2022
0323

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, აზერბაიჯანსა და საქართველოს ერთმანეთთან ისტორიულად ჩამოყალიბებული ძლიერი მეგობრობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებთ და არსებული თანამშრომლობა, მომავალშიც მოემსახურება აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობების განვითარებას.

„ნება მომეცით გულითადად მოგილოცოთ საქართველოს ეროვნული დღესასწაული – დამოუკიდებლობის დღე და გადმოგცეთ ჩემი საუკეთესო სურვილები.

აზერბაიჯანსა და საქართველოს ერთმანეთთან აკავშირებთ ისტორიულად ჩამოყალიბებული ძლიერი მეგობრობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები. დღეს ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებული მაღალი დონის ურთიერთობა ეფუძნება ამ დიდი ტრადიციების ერთგული ჩვენი ხალხების ნებას.

მჯერა, რომ ჩვენი, როგორც სტრატეგიული პარტნიორობა, ერთობლივად განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროექტები და თანამშრომლობა, რომელიც დღითიდღე უფრო ფართოვდება, მომავალშიც მოემსახურება აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობების განვითარებასა და ჩვენი ხალხების კეთილდღეობას.

სიამოვნებით ვიხსენებ თქვენთან შეხვედრებს და გულწრფელ განხილვებს. დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობათაშორისი კომისიების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებებისა და მიღწეული შეთანხმების რეალიზება ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

ამ ღირსშესანიშნავ დღეს, მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა და წარმატებები თქვენს საქმიანობაში, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს ვუსურვებ მარადიულ მშვიდობასა და კეთილდღეობას“ – აღნიშნულია მისალოც წერილში.

Continue Reading

Previous: ლევანა ბერძენიშვილი თავისი იდიოტური გამოხტომებით სწორედაც საზოგადოების გამოწვევას ცდილობს
Next: შენს სურათს, რომ თელავში, „უბორნიის“ შესასვლელთან ჩამოკიდებენ ალბათ ხმა აღარ უნდა ამოიღო – ლევან ნიკოლეიშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025