Skip to content
21/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ლევანა ბერძენიშვილი თავისი იდიოტური გამოხტომებით სწორედაც საზოგადოების გამოწვევას ცდილობს

მარშალ პრესი 27/05/2022
გია გაბრიჭიძე

„სამწუხაროდ ახალგაზრდების გარკვეულ ნაწილში დამკვიდრდა აზრი, რომ ის მაღალი დონის ინტელექტუალია. ეს პოსტიც სწორედ იმას ემსახურება, რომ ცხადი გახდეს მისი შარლატანობა. ცხადი გახდეს, რადგანაც ის ისე იქცევა როგორს ირვინ შოუს ნაწარმოების „მდიდარი და ღარიბი“ მეპურე, რომელსაც არ ჰქონდა არანაირი ადამიანური განცდები“– წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე ლევან ბერძენიშვილის განცხადების შესახებ.

„ამ რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ ვუყურე ფილმს ოლგა ჩეხოვაზე და საკმაოდ საინტერესო ფრაგმენტი აღმოვაჩინე. ჩეხოვა ჰიტლერს ტალანტის შესახებ საუბრისას ამბობს ფრაზას – ტალანტი საზოგადოების გამოწვევააო. არ ვეთანხმები ამ შეფასებას. ტალანტი არანაირი გამოწვევა არ არის. ტალანტი არის და ქმნის საზოგადოებისგან დამოუკიდებლად და მისი აზრი საეროდ არ აინტერესებს. აი უნიჭობა, შინაგანი ბოღმა, დაუკმაყოფილებლობის კომპლექსი, სიყვარულის არქონა იწვევს საკუთარი თავის დამკვიდრების სურვილს ისეთი ქმედებებით, რაც სწორედაც საზოგადოების გამოწვევაა. რაც იწვევს ყველა ნორმალური და ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანის აღშფოთებას და პროვოკატორი უნიჭოს იმ ჭიის დაკმაყოფილებას, რაც მას ღრღნის და მასში მუდამ იცოცხლებს.

ლევანა ბერძენიშვილი თავისი იდიოტური გამოხტომებით სწორედაც საზოგადოების გამოწვევას ცდილობს. ნამდვილად არ მივაქცევდი ყურადღებას, მაგრამ სამწუხაროდ ახალგაზრდების გარკვეულ ნაწილში დამკვიდრდა აზრი, რომ ის მაღალი დონის ინტელექტუალია. ეს პოსტიც სწორედ იმას ემსახურება, რომ ცხადი გახდეს მისი შარლატანობა. ცხადი გახდეს, რადგანაც ის ისე იქცევა როგორს ირვინ შოუს ნაწარმოების „მდიდარი და ღარიბი“ მეპურე, რომელსაც არ ჰქონდა არანაირი ადამიანური განცდები, არ ჰქონდა სიყვარული და რომელიც ერთ-ერთ პურში კალიუმის ციანიდს დებს, რათა თავისი სიბოროტე და ბოღმა ყოვლად უდანაშაულო ადამიანზე გადმოანთხიოს. ეს ადამიანი (და ბევრი სხვაც მისი კლასტერიდან) ფროიდისთვის ნამდვილად კარგი საკვლევი მასალა იქნებოდნენ“- წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, რომ დიასპორის წარმომადგენლებმა, საზღვარგარეთ ქართული პასპორტის აღებისას, იმავე საფასურით ისარგებლონ, რომელიც საქართველოში მოქმედებს
Next: აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.