Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დასავლეთი თავისი შანტაჟით ყველაფერს აკეთებს არჩევნებში ოპოზიციის გასამარჯვებლად, მაგრამ იმედი გაუცრუვდებათ და მერე რა სინდისით აპირებენ იგივე ხელისუფლებასთან თანამშრომლობას?

მარშალ პრესი 25/06/2024
tamar chiburdanidze

„ზღვარს გადასული შანტაჟი და მუქარები დასავლეთიდან საქართველოში, მათდა სამწუხაროდ, ვერაფერს შეცვლის. თუ ვინმეს აზიანებენ ამით, მხოლოდ საკუთარ რეპუტაციას. ქართველ ხალხში იმდენად ნადგურდება მათი იმიჯი ამდენი უსამართლო გადაწყვეტილებებით, რომ დიდი პროპაგანდის წარმოება მოგვიწევს, რათა შევინარჩუნოთ მოსახლეობაში პროდასავლური განწყობა.“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე წერს. მისი თქმით, დასავლეთი თავისი შანტაჟით ყველაფერს აკეთებს არჩევნებში ოპოზიციის გასამარჯვებლად, მაგრამ იმედი გაუცრუვდებათ.

„რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო ამკაცრებს დასავლეთი ტონს ხელისუფლების მიმართ. მიზეზი უმიზეზო ბრალდებაა – გამჭვირვალობის კანონი. თუმცა, იგივე პრეტენზიები არ ჰქონიათ არც საფრანგეთის და არც კანადის მიმართ, სადაც ჩვენს შემდეგ უმკაცრესი კანონი მიიღეს. უკვე ყველა ხვდება, რომ აქ ერთადერთი მიზეზია – საქართველოში სურთ ქვეყნის ბედი ისევ სხვა ქვეყნის საელჩოში წყდებოდეს. მხოლოდ ამიტომ იბრძვიან, რომ მათი ყურმოჭრილი მონები დააბრუნონ ხელისუფლებაში. მაგრამ, ეს არ სურს ქართველ ხალხს და არჩევნების ბედსაც სწორედ ჩვენი ამომრჩეველი გადაწყვეტს და არა – ბორელი, შაჰინი თუ კიდევ სხვა. საქართველო, საბედნიეროდ, უკვე შედგა გარდაუვალი წინსვლისა და სუვერენული სახელმწიფოს რელსებზე და ამას უკან ვეღარავინ დააბრუნებს. ამის დასტური იქნება 26 ოქტომბრის არჩევნები. მართალია, დასავლეთი დღეს თავისი შანტაჟით ყველაფერს აკეთებს არჩევნებში ოპოზიციის გასამარჯვებლად, მაგრამ იმედი გაუცრუვდებათ და მერე რა სინდისით აპირებენ იგივე ხელისუფლებასთან თანამშრომლობას?“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Continue Reading

Previous: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა კახეთის რეგიონში, მინდვრის ხანძრების პრევენციის მიზნით საველე ოპერაციების შტაბი გახსნა
Next: წარმოუდგენელია კუბილიუსის, ფოტიგას თუ იუკნავიჩიენეს მზრუნველი ევროპული „სიყვარულის” მიღმა ვაგრძელებდეთ ჩვენს მშვენიერ, მშვიდობიან და სტაბილურ წინსვლას ნათელი მომავლისაკენ, მაგრამ ამას აუცილებლად შევეცდებით

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025