Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა კახეთის რეგიონში, მინდვრის ხანძრების პრევენციის მიზნით საველე ოპერაციების შტაბი გახსნა

მარშალ პრესი 25/06/2024
11~

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ხანძრების პრევენციისა და სწრაფი რეაგირების მიზნით, კახეთის რეგიონში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში საველე ოპერაციების შტაბი გახსნა. კახეთის რეგიონში სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟების დამატებითი მობილიზება მარცვლეულის აღების პროცესს უკავშირდება, რაც ხშირ შემთხვევაში მინდვრის ხანძრების რისკს ზრდის.

აღსანიშნავია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, გაძლიერებული მონიტორინგის მიზნით,   დამატებითი ძალების მობილიზება, როგორც სპეც-ტექნიკის ასევე, ცოცხალი ძალის საშუალებით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოშიც მოახდინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის ტყის და მინდვრის ხანძრების პრევენცია და დროული რეაგირება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ზაფხულის სეზონზე   ტყის და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი იზრდება, რაც ხშირად გამოწვეულია მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ცეცხლის დანთებით და დაუდევრობით.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. დაკვამლიანების ან ცეცხლის  შემჩნევის შემთხვევაში კი, დაუყოვნებლივ აცნობონ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს.

 

Continue Reading

Previous: ქართველ მეზღვაურთა შრომის შედეგად საქართველო შავი ზღვის რეგიონში ლიდერ საზღვაო ქვეყნად ჩამოყალიბდა, იზრდება საერთაშორისო საზღვაო სანაოსნო ინდუსტრიაში საქართველოს სახელმწიფო დროშის ავტორიტეტიც
Next: დასავლეთი თავისი შანტაჟით ყველაფერს აკეთებს არჩევნებში ოპოზიციის გასამარჯვებლად, მაგრამ იმედი გაუცრუვდებათ და მერე რა სინდისით აპირებენ იგივე ხელისუფლებასთან თანამშრომლობას?

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025