Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სტრასბურგში კანადელ კოლეგებს შეხვდნენ

მარშალ პრესი 25/06/2024
photo

სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის უმრავლესობის წევრები კანადელ კოლეგებს შეხვდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და კანადაში მიღებული უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონები განიხილეს.

„ქართულმა მხარემ კანადელ კოლეგებს ინფორმაცია გაუზიარა ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის და საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების თაობაზე.

შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, კანადამ საელჩო ან დროებითი რწმუნებულის წარმომადგენლობა გახსნას საქართველოში, რაზეც კანადელი დეპუტატებისგან მიღებულ იქნა საკითხის შესაბამის უწყებებთან განხილვის პირობა.

მხარეები შეთანხმდნენ აქტიურ კომუნიკაციაზე და შესაძლო გაცვლით ვიზიტებზე.

კანადური მხარის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ სენატორი დევიდ ველსი, კანადა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დეპუტატი ლიან რუდი და დეპუტატი ჯემი შმეილი, ხოლო ქართული მხრიდან: პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ეკა სეფაშვილი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Continue Reading

Previous: პრემიერი ირაკლი კობახიძე უკრაინელ მოსწავლეებს შეხვდა
Next: მეთიუ მილერის განცხადებით, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ რუსეთის აღიარებას, შესაძლოა, გარკვეული ნეგატიური შედეგები მოჰყვეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025