Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერი ირაკლი კობახიძე უკრაინელ მოსწავლეებს შეხვდა

მარშალ პრესი 25/06/2024
1719293198355

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვართან ერთად, უკრაინელ მოსწავლეებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საზაფხულო ბანაკში ისვენებენ. მთავრობის მეთაური მათ გაესაუბრა და ვახშამზე უმასპინძლა.

ბანაკი 15 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისა და ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილების ორ ნაკადს მიიღებს.

პირველ ეტაპზე ბანაკის სტუმრები ქალაქ ხარკოვიდან ჩამოსული მოსწავლეები არიან, რომლებმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და ქართულ და უკრაინულ ენებზე სიმღერები შეასრულეს.
უკრაინელი მოსწავლეები ორი კვირის განმავლობაში მრავალფეროვან კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. ბანაკის სტუმრებისთვის ასევე მოეწყობა ექსკურსიები თბილისში, ბოდბეში, გრემსა და ნეკრესში.

5-19 ივლისს ბანაკი მეორე ნაკადს – უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩამოსულ ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილებს უმასპინძლებს.

Continue Reading

Previous: ამჯერად გეპატიჟებითო, ოღონდ ნატოში კი არა ღონისძიებაზეო… გასაგებია, რომ ჩვენი იქ არ ყოფნით ნატო დიდად არ დაზარალდება, მაგრამ რუსეთს კი ნამდვილად გაუხარდება – ოპოზიციაც სიამოვნებით მოისრისავს ხელებს
Next: საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სტრასბურგში კანადელ კოლეგებს შეხვდნენ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025