Skip to content
15/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს ჰგავს ზარმაცი აბიტურიენტის მცდელობას, რომელიც არ მეცადინეობს და წინასწარ აანონსებს, რომ საგამოცდო კომისია მას ჩაჭრის, იმიტომ, რომ არ იცის არაფერი

მარშალ პრესი 24/06/2024
guram macharashvili

ჩვენ უკვე კარგად ვიცით, რომ ოპოზიციას პრაქტიკულად წაგებული აქვს არჩევნები და ამას თვითონაც აღიარებენ. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მაგალითად, უკვე აქედანვე იწყებენ დისკრედიტაციას, მცდელობას ყოველ შემთხვევაში, ცესკოსი, არჩევნების შედეგების – ოთხი თვით ადრე ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდება, 27 ოქტომბრისთვის მოვემზადოთ და ასე შემდეგ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას ქმედება ჰგავს ზარმაცი აბიტურიენტის მცდელობას, რომელიც არ მეცადინეობს და წინასწარ აანონსებს, რომ საგამოცდო კომისია მას ჩაჭრის.

„ეს ჰგავს ზარმაცი აბიტურიენტის მცდელობას, რომელიც არ მეცადინეობს და წინასწარ აანონსებს, რომ საგამოცდო კომისია მას ჩაჭრის, იმიტომ, რომ არ იცის არაფერი. აქედან გამომდინარეობს ზუსტად ეს დისკრედიტაციის მცდელობები და ბუნებრივია, რომ ქართული საზოგადოება ამას კარგად ხედავს და ეს ყველაფერი უკეთ გამოჩნდება 26 ოქტომბერს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: მოვუწოდებ NDI-ის, შეწყვიტოს პოლიტიკურ პერიპეტიებში ჩარევა, პოლიტიკური ორგანიზაციების დაფინანსება
Next: ძებნილმა ავაზაკმა დავით კეზერაშვილმა პოლიტიკური “ბარახოლკა” გახსნილად გამოაცხადა – გია აბაშიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.