Skip to content
06/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მოვუწოდებ NDI-ის, შეწყვიტოს პოლიტიკურ პერიპეტიებში ჩარევა, პოლიტიკური ორგანიზაციების დაფინანსება

მარშალ პრესი 24/06/2024
irakli zarkua

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ NDI-ის, შეწყვიტოს პოლიტიკურ პერიპეტიებში ჩარევა, პოლიტიკური ორგანიზაციების დაფინანსება – ეს მიუღებელია. დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი უწყებებიდან იქნება რეაგირება, რომ კიდევ ერთხელ საზოგადოებას აუწყონ, რომ ეს არის მავნებლობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კანონმდებლობით აკრძალულია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა პოლიტიკური ორგანიზაციები დააფინანსონ. ზარქუას განცხადებით, სექტემბრიდან, “გამჭვირვალობის კანონის” მიხედვით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მოუწევს დარეგისტრირება და თუ კარგ საქმეს გააკეთებენ, ბუნებრივია, ყველა მადლობას გადაუხდის.

“ამის მანდატი არ გააჩნია არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, კანონმდებლობით არის აკრძალული, რომ აფინანსონ პოლიტიკური ორგანიზაციები თავიანთი პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლად. თან როგორი? – ანტიქართული, ანტი მართლმადიდებლური, ანტი ოჯახური და ამას უნდა უსმინოს ქართულმა საზოგადოებამ. ამიტომაც არის, რომ გაშუქება აქვთ თავიანთი მხარდამჭერები მიჰყავთ ავტობუსებით და იმას ხვდებიან, ვის ატყუებენ, მაგრამ ესეც კი მიუღებელია NDI-ის და მსგავსი ორგანიზაციების მხრიდან. ამიტომაც არის, რომ ის ქართული კანონი, რაც მივიღეთ უცხოური გავლენის შესახებ, მათ მოუწევთ დარეგისტრირება უახლოეს პერიოდში. ახლა არის შესაბამისი პროცედურები და სავარაუდოდ სექტემბრიდან, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მოუწევს დარეგისტრირება, რომ ისინი არიან უცხოური ქვეყნის ძალა და მისგან დაფინანსებულები, თუ კარგ საქმეს გააკეთებენ, ბუნებრივია, ყველა ავდგებით და მადლობას ვეტყვით, როგორც აქამდე ვეუბნებოდით, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ იქნება ანტიქართული, ჩვენი მართლმადიდებლობის, ჩვენი ეკლესიის, ტრადიციების, ქართული ინტერესების საწინააღმდეგო – ყოველთვის ვამხელთ და პირდაპირ ვეტყვით რომ ეს არის უცხო ქვეყნის გავლენა.” – განაცხადა ზარქუამ.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: 25 ივნისის დღის ბოლოდან 26 ივნისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა
Next: ეს ჰგავს ზარმაცი აბიტურიენტის მცდელობას, რომელიც არ მეცადინეობს და წინასწარ აანონსებს, რომ საგამოცდო კომისია მას ჩაჭრის, იმიტომ, რომ არ იცის არაფერი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.