Skip to content
06/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ უკვე კარგად ვიცით, რომ ოპოზიციას პრაქტიკულად წაგებული აქვს არჩევნები, ამას თვითონაც აღიარებენ. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ აქედანვე იწყებენ არჩევნების დისკრედიტაციას

მარშალ პრესი 24/06/2024
guram macharashvili

ჩვენ უკვე კარგად ვიცით, რომ ოპოზიციას პრაქტიკულად წაგებული აქვს არჩევნები და ამას თვითონაც აღიარებენ. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მაგალითად, უკვე აქედანვე იწყებენ დისკრედიტაციას, მცდელობას ყოველ შემთხვევაში, ცესკოსი, არჩევნების შედეგების – ოთხი თვით ადრე ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდება, 27 ოქტომბრისთვის მოვემზადოთ და ასე შემდეგ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას ქმედება ჰგავს ზარმაცი აბიტურიენტის მცდელობას, რომელიც არ მეცადინეობს და წინასწარ აანონსებს, რომ საგამოცდო კომისია მას ჩაჭრის.

„ეს ჰგავს ზარმაცი აბიტურიენტის მცდელობას, რომელიც არ მეცადინეობს და წინასწარ აანონსებს, რომ საგამოცდო კომისია მას ჩაჭრის, იმიტომ, რომ არ იცის არაფერი. აქედან გამომდინარეობს ზუსტად ეს დისკრედიტაციის მცდელობები და ბუნებრივია, რომ ქართული საზოგადოება ამას კარგად ხედავს და ეს ყველაფერი უკეთ გამოჩნდება 26 ოქტომბერს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, მერის მოადგილეებთან ერთად, მერიის სამსახურის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
Next: 25 ივნისის დღის ბოლოდან 26 ივნისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.