
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, მერის მოადგილეებთან ერთად, მერიის სამსახურის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე, ისაუბრეს ინფრასტრუქტურული პროექტების, ჯანდაცვის პროგრამების და გამოცხადებული ტენდერების შესახებ, გაეცნო დეტალურ ინფორმაციას მუნიციპალიტეტში არსებულ საჭიროებებზე და განიხილა უახლოეს პერიოდში განსახორციელებელი პროექტები და პროგრამები, გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.