Skip to content
06/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა

მარშალ პრესი 24/06/2024
sanc

ევროკავშირის საბჭომ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-14 პაკეტი დაამტკიცა. ინფორმაცია ამის შესახებ ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი შეზღუდვები მიმართულია რუსეთის ეკონომიკის ისეთ ძვირადღირებულ სექტორებზე, როგორებიცაა ენერგეტიკა, ფინანსები და ვაჭრობა და კიდევ უფრო ართულებს სანქციებისთვის გვერდის ავლას.

სანქციები 116 ადამიანსა და კომპანიას ეხება, რომლებიც „პასუხისმგებლები არიან ქმედებებზე, რომლებიც არღვევს ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“.

სანქციები შეეხო რუსულ თხევად გაზს. ევროკავშირის გააგრძელებს მის ყიდვას რუსეთში, თუმცა კრძალავს მის რეექსპორტს. ამასთან, ევროპულ მედიას, პოლიტიკურ პარტიებს, ფონდებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს აეკრძალებათ რუსეთის მთავრობისგან და მათი ნდობით აღჭურვილი პირებისგან დაფინანსების მიღება.

სანქციები შეეხო რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 27 ხომალდს. ასევე, ევროკავშირმა 61 ორგანიზაცია რუსეთის სამხედრო-საწარმოო კომპლექსის უშუალო მხარდაჭერაში დაადანაშაულა და აკრძალა უკრაინის კულტურის ობიექტების რუსეთში შეტანა ან გაყიდვა.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ევროკავშირის მინისტერიალზე წარვადგენ დოკუმენტს, რა შეგვიძლია გავაკეთოთ მოკლე და გრძელვადიან პერიოდში. გადაწყვეტილებები არ იქნება დღეს, რადგან დღეს დისკუსიაა
Next: ვინც დღეს უკრაინის ან მოლდოვას “გააზრებულ” პოლიტიკას მისტირის ან შეგნებული იდიოტია ან მოსყიდული დეგენერატი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.