Skip to content
06/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ევროკავშირის მინისტერიალზე წარვადგენ დოკუმენტს, რა შეგვიძლია გავაკეთოთ მოკლე და გრძელვადიან პერიოდში. გადაწყვეტილებები არ იქნება დღეს, რადგან დღეს დისკუსიაა

მარშალ პრესი 24/06/2024
x

x

მე წარვადგენ დოკუმენტს, რა შეგვიძლია გავაკეთოთ მოკლე და გრძელვადიან პერიოდში. გადაწყვეტილებები არ იქნება დღეს, რადგან დღეს დისკუსიაა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ჟურნალისტებს ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განუცხადა.

„არ დაგვავიწყდეს საქართველო. განვიხილავთ საქართველოში არსებულ სიტუაციას. ერთი რამ ნათელია – ევროკავშირის კარი, რომ საქართველო გახდეს ამ ორგანიზაციის წევრი ღიაა, მაგრამ თუ მთავრობა ამ გზას გააგრძელებს, რასაც ახლა აკეთებენ, მაშინ ეს კარი დაიხურება და ქართველ ხალხს მოუწევს შედეგების გადახდა. ევროპული პერსპექტივა შეიძლება გაუქმდეს, ვსაუბრობთ სერიოზულ შედეგებზე. თუ ასე გაგრძელდება, ევროკავშირის კარი არ გაიღება. [ევროკავშირის მინისტერიალზე] მე წარვადგენ დოკუმენტს რა შეგვიძლია გავაკეთოთ მოკლე და გრძელვადიან პერიოდში. გადაწყვეტილებები არ იქნება დღეს, რადგან დღეს დისკუსიაა, იქნება სრული ანალიზი. დღეს არ ელოდოთ გადაწყვეტილებას, რადგან ანალიზისა და პოლიტიკური ორიენტაციის დღეა. რაც შეეხება ზომებს, ფინანსური დახმარების და მაღალი რანგის პოლიტიკური კონტაქტის შეწყვეტაა“, – აღნიშნა ბორელმა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში შეიკრიბნენ. დღის წესრიგის მიხედვით, ევროპელი დიპლომატები საქართველოს საკითხსაც განიხილავენ და, როგორც თავად ამბობენ, მსჯელობენ გამჭვირვალობის კანონის მიღების საპასუხო ზომებზე.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ადმინისტრაციული სახდელისგან იმ პირთა გათავისუფლების საკითხს, რომლებმაც კოვიდპანდემიის დროს იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესი დაარღვიეს
Next: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.