Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზაზე უარის მაჩვენებელი 49.23 პროცენტს შეადგენს, ბელარუსის შემთხვევაში 32.80, რუსეთის შემთხვევაში კი 39.49 პროცენტია – სამარცხვინო მიდგომაა!

მარშალ პრესი 20/06/2024
gia abashidze

საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ის სავიზო პოლიტიკა არის კაბალური და დამამცირებელი, ამგვარი დამოკიდებულება არ შეესაბამება პარტნიორობის შინაარსს, – ასე აფასებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზაზე უარის მაჩვენებელი 49.23 პროცენტს შეადგენს.

აბაშიძე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ბელარუსის და რუსეთის შემთხვევაში, ვიზაზე უარის თქმის მაჩვენებლები უფრო დაბალია. მისი განცხადებით, მოკავშირე საქართველოს მიმართ ასეთი მიდგომა სამარცხვინოა.

“საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ის სავიზო პოლიტიკა არის კაბალური და დამამცირებელი, ამგვარი დამოკიდებულება არ შეესაბამება პარტნიორობის შინაარსს.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზაზე უარის მაჩვენებელი 49.23 პროცენტს შეადგენს, როცა ბელარუსის შემთხვევაში ეს მაჩვენებელია 32.80 პროცენტი, რუსეთის შემთხვევაში კი – 39.49 პროცენტი. სახდეპის სტატისტიკაში ისეთი ქვეყნებისთვის, სადაც კანონის უზენაესობა თითქმის არ არსებობს და კრიმინოგენური მდგომარეობა უმძიმესია, თურმე ამერიკულ ვიზებზე უარის თქმის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, ვიდრე მოკავშირე საქართველოს მოქალაქეებისთვის. სამარცხვინო მიდგომაა!” – წერს აბაშიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ხელის გადაგრეხაზე თუ არის საუბარი, ამერიკიდან მოდის ეს დამოკიდებულება და სწორედ ამას ვეწინააღმდეგებით ჩვენ. პარტნიორულ ურთიერთობაში არ უნდა მოქმედებდეს ხელის გადაგრეხის პრინციპი
Next: კანადის სენატმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიიღო, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ არ არსებობს ე.წ. რუსული კანონი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.