Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ხელის გადაგრეხაზე თუ არის საუბარი, ამერიკიდან მოდის ეს დამოკიდებულება და სწორედ ამას ვეწინააღმდეგებით ჩვენ. პარტნიორულ ურთიერთობაში არ უნდა მოქმედებდეს ხელის გადაგრეხის პრინციპი

მარშალ პრესი 20/06/2024
guram macharashvili

„ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რომელიც აქამდე ასრულებდა დიპლომატის ფუნქციას, ახლა პრაქტიკულად ცეცხლი გაგვიხსნა. ჩვენ არავის ვუხსნით ცეცხლს, პირიქით, აქეთ გვიხსნიან. გვეუბნებიან ტყუილებს, თურმე რაც მათთვის კარგია, ჩვენთვის ცუდია,” – ასე შეაფასა „ხალხის ძალის” აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ მიერ დრეს გავრცელებული წერილი, რომელშიც მთავარი აქცენტი საქართველოსადმი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არსებულ მიდგომებზეა გაკეთებული.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, ეს ურთიერთობები ჰგავს „მზრუნველი“ მშობლის (ამერიკის) დამოკიდებულებას არასრულწლოვანი შვილისადმი (საქართველოს), როდესაც ის არ აძლევს შვილს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას და არჩევანის გაკეთების უფლებას.

„მინდა საზოგადოებას შევახსენო, თუ რა იყო პარტია „ხალხის ძალის“ მისია. უკვე ორი წელი სრულდება, რაც საზოგადოებას დავპირდით, რომ აუცილებლად ყველა საკითხზე ვეტყოდით სიმართლეს და არავის მივცემდით დეზინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობას. ჩვენმა სტრატეგიამ – სიმართლით შევაიარაღოთ საზოგადოება, გაამართლა და დღეს საქართველოში, ამ მოწყვლად ქვეყანაში, არის მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება. ის, რომ ჩვენ გვინდა პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან და ნამდვილად ვდგავართ ევროინტეგრაციის გზაზე, არის ფაქტი, რომელიც დადასტურებულია საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ. სიმართლის თქმას კი, ყოველთვის აქვს აზრი და სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს. სჯობს, საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე, რომელსაც ჩვენ ვამბობთ. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რომელიც აქამდე ასრულებდა დიპლომატის ფუნქციას, ახლა პრაქტიკულად ცეცხლი გაგვიხსნა.

ჩვენ არავის ვუხსნით ცეცხლს, პირიქით, აქეთ გვიხსნიან. გვეუბნებიან ტყუილებს, თურმე რაც მათთვის კარგია, ჩვენთვის ცუდია. მაგალითად ელჩის ბოლოდროინდელი განცხადება, როდესაც მან თქვა, რომ სანქციები შეიძლება დაედოს ხელისუფლების წარმომადგენლებს. განცხადებას აკეთებდა და იქვე, მაგიდის მეორე მხარეს ედო სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა, სადაც წერია, რომ 2023 წელს რუსეთის მოქალაქეების მხოლოდ 39 %-ს ეთქვა აშშ-ს ვიზაზე უარი, მაშინ, როცა საქართველოს ყოველი მეორე მოქალაქე იგივე პასუხით გაისტუმრეს. ეს არის ის მოცემულობა, როდესაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ რუსეთი თურმე მტერია (ოკუპანტია, ეგ ჩვენც ვიცით). ამ ფონზე ვსვამ კითხვას, თუ მტერი ჩემზე წინ დააყენე, მე როგორ მემეგობრები? ელჩის კიდევ ერთი განცხადება იყო, რომ ჩინეთი თურმე აფინანსებს რუსეთს, რომელიც არის საქართველოს ოკუპანტი და ჩინეთთან ურთიერთობა არ შეიძლება. ასეთი შეურაცხყოფა ქართული საზოგადოების არ შეიძლება.

ეს არის ხელის გადაგრეხის პოლიტიკა, რასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით. ხელი არ უნდა გადაგვიგრიხოს ამერიკამ. „მზრუნველი“ მშობლის როლში არ უნდა იყოს ამერიკა, როდესაც მშობელი ეუბნება არასრულწლოვან შვილს, რომ ის, რაც ჩემთვის შეიძლება, შენთვის არ არის დაშვებული. თითქმის 2 თვეა ვსაუბრობთ, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღებით პრაქტიკულად შევდექით როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა და ამერიკას ვეუბნებით – თუ მისი ინტერესია გამჭვირვალობა და უსაფრთხოება, ჩვენი რატომ არ უნდა იყოს; თუ მას უნდა ჩინეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს, ჩვენ რატომ არ უნდა გვქონდეს? ხელის გადაგრეხაზე თუ არის საუბარი, ამერიკიდან მოდის ეს დამოკიდებულება და სწორედ ამას ვეწინააღმდეგებით ჩვენ. პარტნიორულ ურთიერთობაში არ უნდა მოქმედებდეს ხელის გადაგრეხის პრინციპი,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: კანადის სენატმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ კანონი დაამტკიცა
Next: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზაზე უარის მაჩვენებელი 49.23 პროცენტს შეადგენს, ბელარუსის შემთხვევაში 32.80, რუსეთის შემთხვევაში კი 39.49 პროცენტია – სამარცხვინო მიდგომაა!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.