Skip to content
31/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა ოპოზიციის დამოკიდებულება უზენაესი სასამართლოსა და სასამართლო სისტემისადმი

მარშალ პრესი 20/06/2024
david matikashvili

დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა ოპოზიციის დამოკიდებულება, ზოგადად, სასამართლოსადმი, უზენაესი სასამართლოსა და სასამართლო სისტემისადმი, – ამის შესახებ განცხადება იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დავით მათიკაშვილმა ამავე კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

მისივე თქმით, ის კარგი, შეიძლება ითქვას, უნიკალური წესი, რომლის ანალოგიც ალბათ ერთადერთი შეერთებულ შტატებში თუ არის, კონგრესში, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს გულისხმობს, ოპოზიციამ არ გამოიყენა.

„ეს წესი დავნერგეთ ჩვენ წლებია და საშუალებას აძლევს ყველა მხარეს მთელი საზოგადოების, ასე ვთქვათ, თვალწინ დასანახად კითხვები დაუსვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს. ამით, კიდევ ერთხელ არის მათი დამოკიდებულება როგორც ნიჰილისტური, ასევე, ზოგადად, დამოკიდებულება ნაჩვენები სასამართლოსადმი და იმ კანდიდატებისადმი, რომელთა შესახებ მსჯელობას როგორც კომიტეტი, ასევე სესია აწარმოებს“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამივე კანდიდატის მოსმენა უკვე დაასრულა. განხილვაში საპარლამენტო ოპოზიცია არ მონაწილეობდა. ვაკანტურ თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ასარჩევად წარდგენილი არიან: გიზო უბილავა, ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი.

Post navigation

Previous: გერმანია რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების მე-14 პაკეტს ბლოკავს – „როიტერი“
Next: სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ხუთი პირი ამხილა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.