Skip to content
31/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

გერმანია რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების მე-14 პაკეტს ბლოკავს – „როიტერი“

მარშალ პრესი 20/06/2024
GERMANY-POLITICS-CONSTITUTION-RIGHTS-ANNIVERSARY

მრავალთვიანი დისკუსიის შემდეგ, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების მე-14 პაკეტი ვერ მიიღეს. ეს გერმანიის ქმედებების გამო მოხდა, რომელიც პროცესის გაჭიანურებას აგრძელებს.

ამის შესახებ „როიტერი“ ევროპულ დიპლომატიურ წრეებზე დაყრდნობით იტყობინება.

მე-14 პაკეტის შემაკავებელი ზომები მოიცავდა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის გადაზიდვის აკრძალვას და ევროპელი ოპერატორებისთვის პასუხისმგებლობის ზომების დაკისრებას მესამე ქვეყნებში მათი შვილობილი კომპანიებისა და პარტნიორების მიერ სანქციების დარღვევისთვის.

„როიტერის“ წყაროების თქმით, პუნქტი ევროპელი ოპერატორების პასუხისმგებლობის შესახებ საბოლოო დოკუმენტიდან გერმანიის კრიტიკის შემდეგ ამოიღეს.

ეს პუნქტი ექსპორტიორებს ავალდებულებს, პასუხისმგებელნი იყვნენ თავიანთი პარტნიორების ქმედებებზე მესამე ქვეყნებში, რომელთა კონტროლი ევროკავშირის კომპანიებს უჭირთ.

Post navigation

Previous: ბექა გრიგორიადისმა პირდაპირ კიდევ ერთი თვითდაზიანება მიიყენა (ვიდეო)
Next: დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა ოპოზიციის დამოკიდებულება უზენაესი სასამართლოსა და სასამართლო სისტემისადმი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.