Skip to content
06/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ამერიკაში, ლუიზიანას შტატის საჯარო სკოლებსა და უნივერსიტეტებში ათი მცნების განთავსება სავალდებულო გახდა

მარშალ პრესი 20/06/2024
lui

ლუიზიანა აშშ-ის პირველი შტატი გახდა, სადაც საჯარო სკოლების კლასებსა და უნივერსიტეტების აუდიტორიებში ათი მცნების განთავსება სავალდებულო გახდა.

რესპუბლიკური პარტიის წევრების მიერ მხარდაჭერილ ამ ზომას ხელი მოაწერა გუბერნატორმა ჯეფ ლანდრიმ.

„ბიბისის“ ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ კანონს სამოქალაქო უფლებებზე მომუშავე ჯგუფები გააპროტესტებენ, რომლებიც აცხადებენ, რომ ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნა ქვეყნის კონსტიტუციის პირველი შესწორებით არის გათვალისწინებული, ხოლო აღნიშნული ზომა ამ პრინციპს ეწინააღმდეგება.

ხელმოწერილი კანონის მიხედვით, სასწავლო დაწესებულებებში გამოსაკრავი ფურცელი უნდა შეიცავდეს „დიდი, ადვილად წასაკითხი შრიფტით“ დაწერილ წმინდა ტექსტს.

1980 წელს აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ მსგავსი კანონი გააუქმა, რომელიც საჯარო სკოლებს საკლასო ოთახებში ათი მცნების გაკვრას ავალდებულებდა.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: საქართველომ მომავლის გრძელვადიანი პოლიტიკით დაიწყო ცხოვრება და ამას ვეღარავინ შეაჩერებს
Next: ბექა გრიგორიადისმა პირდაპირ კიდევ ერთი თვითდაზიანება მიიყენა (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.