Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველომ მომავლის გრძელვადიანი პოლიტიკით დაიწყო ცხოვრება და ამას ვეღარავინ შეაჩერებს

მარშალ პრესი 20/06/2024
tamar chiburdanidze

„ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაა „ხვალინდელი დღის“ პოლიტიკა“, რომელიც თავისთავად ალაგებს პოლიტიკურ პროცესებს. როდესაც ხარ ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო, ხარ სუვერენული. სწორედ ამიტომ აღიზიანებს საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები ზოგს.“– ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე წერს. მისი თქმით, საქართველომ მომავლის გრძელვადიანი პოლიტიკით დაიწყო ცხოვრება და ამას ვეღარავინ შეაჩერებს.

„თუკი დღემდე, ბოლო 35 წელი საქართველო მხოლოდ „დღევანდელი დღის“ პოლიტიკით ცხოვრობდა, დღეიდან ეს პოლიტიკური სტაგნაცია დასრულდა და ქვეყანამ მომავლის გრძელვადიანი პოლიტიკით დაიწყო ცხოვრება. როგორც ჩანს, ეს არ მოსწონს ჩვენს სტრატეგიულ მეგობარს და ამიტომ უპირისპირდება საქართველოს პროგრესულ სვლებს როგორც პოლიტიკაში, ასევე – ეკონომიკაში. რატომ აცხოვრეს ქვეყანა მთელი გასული წლების განმავლობაში „დღევანდელი დღის“ პოლიტიკით? ამ კითხვაზე პასუხი მარტივია: ეს არის სტრატეგია, როდესაც არც საკმარისად ვითარდები და არც დამოუკიდებლად შეგიძლია არსებობა.

დღეს შეიძლება გქონდეს სარჩო, მაგრამ ხვალ გექნება თუ არა, ეს მხოლოდ სხვაზეა დამოკიდებული. ყველაფერი, რაც სახელმწიფოს განვითარებას უკავშირდება, პირდაპირ კავშირშია ქვეყნის სუვერენიტეტთან. თუმცა, სუვერენული რომ იყო, აუცილებელია ეკონომიკური სიძლიერე. სწორედ ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაა „ხვალინდელი დღის“ პოლიტიკა“, რომელიც თავისთავად ალაგებს პოლიტიკურ პროცესებს. როდესაც ხარ ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო, ხარ სუვერენული. სწორედ ამიტომ აღიზიანებს საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები ზოგს. ეს არის ერთადერთი მიზეზი, თუ რატომ არ მოსწონთ ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა. არადა, ვისაც ჩვენი არ მოსწონს, ის თავად ცდილობს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას. მოკლედ, ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ისევ ჩინურ სიბრძნეს შევახსენებთ, რუსთაველის ენით ნათქვამს: „ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“. – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: საქართველოს მოქალაქეებს აშშ-ის ვიზის მიღების შესაძლებლობა არ აქვთ, გათანაბრებული არიან იმ ქვეყნებთან, რომლებიც ამერიკის პარტნიორ ქვეყნებს არ წარმოადგენენ
Next: ამერიკაში, ლუიზიანას შტატის საჯარო სკოლებსა და უნივერსიტეტებში ათი მცნების განთავსება სავალდებულო გახდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Copyright © All rights reserved. | MoreNews by AF themes.