Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არავის მხრიდან ჩემს მიმართ არ ყოფილა არანაირი კომუნიკაცია, თუნდაც ზეწოლა – უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი გიზო უბილავა

მარშალ პრესი 20/06/2024
gizo ubilava

არავის მხრიდან ჩემს მიმართ არ ყოფილა არანაირი კომუნიკაცია, თუნდაც ზეწოლა, ზედმეტად იმის კითხვა, რას ვაპირებდი აღნიშნულ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, – ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა გიზო უბილავამ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს.

ანრი ოხანაშვილი დაინტერესდა მის სამოსამართლო საქმიანობაში ვინმეს მხრიდან ხომ არ განხორციელებულა რაიმე ტიპის ზემოქმედება. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამ შემთხვევაში იგი ხელისუფლების წარმომადგენლებს გულისხმობს.

„არანაირი კომუნიკაცია, ზეწოლაზეც ზედმეტია საუბარი, არ ყოფილა ჩემი ამ ოთხ წლიანი მოსამართლეობის განწესების შემდეგ. აღნიშნულის კუთხითაც, კანონით მოწესრიგებულია. ვინც არ უნდა ყოფილიყო, ხელისუფლება, სხვა პირი, მხარე, მოცემულ შემთხვევაში მოხსენებითი ბარათით დაუყოვნებლივ მივმართავდი სასამართლოს თავმჯდომარეს. შესაბამისად, შესაბამისი რეაგირებაც ექნებოდა და აღნიშნული ფაქტიც დაფიქსირდებოდა. არავის მხრიდან ჩემს მიმართ არ ყოფილა არანაირი კომუნიკაციაც, თუნდაც ზეწოლა, ზედმეტად იმის კითხვა, რას ვაპირებდი აღნიშნულ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიზო უბილავამ.

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ. ვაკანტურ თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ასარჩევად წარდგენილი არიან: გიზო უბილავა, ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი. კომიტეტის მიერ კანდიდატების მხარდაჭერის შემთხვევაში, საკითხი კენჭისყრისთვის მომდევნო კვირას პარლამენტის სხდომაზე დადგება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დასანიშნად კანდიდატს დეპუტატთა 76 ხმიანი კვორუმი სჭირდება.

Continue Reading

Previous: რომიკო გოცირიძე ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ეწინააღმდეგება და მიიჩნევს, რომ კანონი არის ანტიკონსტიტუციური
Next: ვიზებთან დაკავშირებული პოლიტიკა, რაც ამერიკელ პარტნიორებს ქართველი ხალხის მიმართ აქვთ, სწორი არ არის

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025