Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რომიკო გოცირიძე ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ეწინააღმდეგება და მიიჩნევს, რომ კანონი არის ანტიკონსტიტუციური

მარშალ პრესი 20/06/2024
roman gotsiridze

ეს არის ანტიკონსტიტუციური კანონი, ამიტომ, რა თქმა, უნდა, ჩვენ მის განხილვაში მონაწილეობას არ მივიღებთ, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების” წევრმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მაშინ, როდესაც კონსტიტუციაში არ არის შესაბამისი ცვლილებები შეტანილი, უკვე კანონის დონეზე დააინიცირეს ეს მავნებლური, „რუსული კანონი 2“.

ეს ემსახურება წინასაარჩევნოდ მოსახლეობის გრძნობებზე თამაშს, არ არსებული პრობლემების გამოგონებას“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

პარლამენტმა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის საკომიტეტო განხილვა დაიწყო. კანონპროექტებს დეპუტატები ჯერ 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ, რის შემდეგაც დღესვე იმსჯელებენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე.

Continue Reading

Previous: ოპოზიციამ საზოგადოებას უნდა უთხრას, ემხრობიან ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონმდებლობის შემოღებას თუ ეწინააღმდეგებიან მას
Next: არავის მხრიდან ჩემს მიმართ არ ყოფილა არანაირი კომუნიკაცია, თუნდაც ზეწოლა – უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი გიზო უბილავა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025