Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვაშაძის მარტო ეს განცხადება უნდა იყოს საკმარისი, რომ ვაშაძისნაირები ვერ ბედავდნენ ქვეყანაში პოლიტიკოსობას

მარშალ პრესი 20/06/2024
rati ionatamishvili

მარტო ეს განცხადება უნდა იყოს საკმარისი, რომ ვაშაძისნაირები ვერ ბედავდნენ ქვეყანაში პოლიტიკოსობას! კობახიძეს უნდა შეურაცხყოფა მიაყენოს და ყველა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირს აყენებს შეურაცხყოფას! – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი გადაცემაში „პირველი ხაზი“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის „აუტისტად“ მოხსენიებას.

იონათამიშვილის თქმით, ვაშაძეც და მისი თანაგუნდელებიც ვალდებულნი არიან გამოვიდნენ, ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას და აიღონ სამარცხვინო სიძულვილის ენაზე პასუხისმგებლობა.

„მარტო ეს განცხადება უნდა იყოს საკმარისი, რომ ვაშაძისნაირები ვერ ბედავდნენ ქვეყანაში პოლიტიკოსობას! კობახიძეს უნდა შეურაცხყოფა მიაყენოს და ყველა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირს აყენებს შეურაცხყოფას! ჯერ ერთი, აუტისტი ადამიანი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ აუტისტური სპექტრის აშლილობა და მერე, ადამიანის დასაკნინებლად და სალანძღავ სიტყვად “აუტისტის” გამოყენება არის უკიდურესი ფსკერი და უღირსობა! ცალკე საკითხია, რომ პირდაპირ ეთერში ჟურნალისტი უტარებს ამას და არ აქვს რეაქცია.
ვაშაძეც და მისი თანაგუნდელებიც ვალდებულნი არიან გამოვიდნენ, ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას და აიღონ ამ სამარცხვინო სიძულვილის ენაზე პასუხისმგებლობა!“ – წერს რატი იონათამიშვილი.

იხილეთ ვიდეო:

Continue Reading

Previous: დაკავებულია ბრიტანეთის პრემიერის დაცვის თანამშრომელი, რომელიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადების თარიღზე ფსონების დადებაშია ეჭვმიტანილი
Next: ბიჭებს დიდი მადლობა იმისთვის, რომ გუშინ მთელი მსოფლიო აალაპარაკეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025