Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

დაკავებულია ბრიტანეთის პრემიერის დაცვის თანამშრომელი, რომელიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადების თარიღზე ფსონების დადებაშია ეჭვმიტანილი

მარშალ პრესი 20/06/2024
rishi sunak

პოლიციელი, რომელიც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის დაცვის თანამშრომელი იყო, დააკავეს. ის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადების თარიღზე ფსონების დადებაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გასულ კვირას ბრიტანეთის აზარტული თამაშების კომისია დაუკავშირდა ლონდონის პოლიციას და მიაწოდა ინფორმაცია, რომ იძიებდნენ ინციდენტს, რომელშიც პოლიციის თანამშრომელი ფიგურირებდა. მათი ინფორმაციით, პოლიციელი ფსონებს დებდა არჩევნების თარიღთან დაკავშირებით.

ლონდონის პოლიციამ „ბიბისის“ განუცხადა, რომ საქმე დაუყოვნებლივ გადაეცა შესაბამის ორგანოს, რომელმაც გამოძიება დაიწყო. ამასთან, პოლიციელი ოპერატიული მოვალეობებიდან გაათავისუფლეს.

მიმდინარე კვირას ოფიცერი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს, თუმცა გამოძიების დასრულებამდე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

Continue Reading

Previous: მოზარდს, რომელიც ცხინვალში მდინარემ გაიტაცა, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ეძებენ
Next: ვაშაძის მარტო ეს განცხადება უნდა იყოს საკმარისი, რომ ვაშაძისნაირები ვერ ბედავდნენ ქვეყანაში პოლიტიკოსობას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025