„თამაშიდან გამომდინარე, გვქონდა ბევრი მომენტი, რომლის გამოყენებაც შეგვეძლო, მაგრამ ეს არაფერი, გავაგრძელებთ შრომას. მადლობა ყოველივე ქართველს, რომელიც გერმანიაში ჩამოვიდა, დაგვაფასა და ასევე იმ ხალხს, რომელიც ტელევიზორით გვიყურებდა და გვგულშემატკივრობდა“, – განაცხადა ქოჩორაშვილმა.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართა და მძიმე ბრძოლაში თურქეთთან დამარცხდა. 25-ე წუთზე ანგარიში თურქებმა გახსნეს, ხოლო საქართველოს ნაკრებიდან გიორგი მიქაუტაძემ პირველი, ისტორიული გოლი 31-ე წუთზე გაიტანა და პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. თურქებმა ორი გოლის გატანა მატჩის მეორე ნახევარში შეძლეს, საბოლოოდ კი შეხვედრა ანგარიშით 3:1 დასრულდა.
ევროპის ჩემპიონატზე მომდევნო შეხვედრას „ჯვაროსნები“ 22 ივნისს, ჰამბურგში გამართავენ, სადაც ჩეხეთს დაუპირისპირდებიან
