დავით ზურაბიშვილის პოსტი სოციალურ ქსელში.
“ის არგუმენტი მიყვარს განსაკუთრებით, ვინ ჰკითხავს ამერიკას საქართველოს პარლამენტი რა კანონს მიიღებსო რომ ამბობენ. ჰო, აბა რა! ვინ ეკითხებოდა ამერიკას რა კანონებს იღებდა 1933 წელს გერმანელი ხალხის მიერ არჩეული რაიხსკანცლერი? ან რა უფლებით ეძახდნენ პოლიტპატიმრებს საბჭოთა კავშირის იმ მოქალაქეებს, რომლებიც კანონმდებლობის სრული დაცვით იყვნენ გასამართლებულები?
ვისი რა საქმე იყო რას აკეთებდა უგანდაში იდი ამინი, კამპუჩიაში პოლ პოტი და რატომ ინახავდა მაცივარში ოპოზიციონერთა სხეულის ნაწილებს ცენტრალურ აფრიკის იმპერატორი ბოკასა? და საერთოდ ვინ ჰკითხავს უცხო ქვეყანას მე ჩემს სახელმწიფოში ვის მოვუხნავ მინდორ-ველებს? არა, მართლა არგუმენტად რომ არ იყენებდნენ ამ “ვინ ჰკითხავს ამერიკას”, კიდევ ჰო, მაგრამ რომ იყენებენ?”- წერს ზურაბიშვილი.
