Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპოზიციის სიხარული საქართველოს დასჯასთან დაკავშირებით ნაადრევია, არავინ არ აპირებს დასაჯოს საქართველო, საქართველოს მოსახლეობა

მარშალ პრესი 17/06/2024
irakli kobakhidze

ოპოზიციის სიხარული საქართველოს დასჯასთან დაკავშირებით ნაადრევია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არავინ არ აპირებს დასაჯოს საქართველო, საქართველოს მოსახლეობა და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება. 

„მე მქონდა ბერლინში კომუნიკაცია რამდენიმე პრემიერ-მინისტრთან, რამდენიმე ვიცე–პრემიერთან, რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრთან და მათში დავინახე აბსოლუტურად ჯანსაღი განწყობა. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ოპოზიციის სიხარული არის ნაადრევი საქართველოს დასჯასთან დაკავშირებით. არავინ არ აპირებს დასაჯოს საქართველო, არავინ არ აპირებს დასაჯოს საქართველოს მოსახლეობა, არავინ არ აპირებს დასაჯოს ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, შესაბამისად, ყველაფერი იქნება კარგად ქვეყნისთვის და ცუდად ოპოზიციისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ჯერ არ დაწყებულა კონსულტაციები სიასთან დაკავშირებით
Next: გახარია და ხაზარაძე ერთი მეორეს უწოდებდა თაღლითს და მეორე პირველს – თვალთხარიას, დღეს დაავალეს, რომ თვალთხარია და თაღლითი უნდა გაერთიანდნენ, ისინიც მზად არიან ამისთვის, ასეთია ჯაშუშისა და აგენტის ბედი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.