Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჯერ არ დაწყებულა კონსულტაციები სიასთან დაკავშირებით

მარშალ პრესი 17/06/2024
irakli kobakhidze
დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობა არის გამორჩეული ყველა წინა საპარლამენტო უმრავლესობისგან ბევრი თვალსაზრისით, მათ შორის, ეს არის კომპეტენცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიას ეხებოდა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ამ თვალსაზრისში შედის თუ არა რუსული კანონი, მთავრობის მეთაურის თქმით, რუსული კანონი არის ცრუპენტელობა.
„რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, მიმაჩნია, რომ ვისაც ექნება სურვილი მოქმედი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიდან, ყველა უნდა დარჩეს ამ საპარლამენტო სიაში. ეს არის გუნდის საერთო დამოკიდებულება, გუნდის თითოეული ლიდერის. ეს არის მთელი გუნდის საერთო დამოკიდებულება, აქ იგულისხმება, რა თქმა უნდა, საპატიო თავმჯდომარე, პარტიის თავმჯდომარე, პოლიტსაბჭოს თითოეული წევრი. გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობა არის გამორჩეული გუნდი, ამ გუნდის თითოეულ წევრს თუ ექნება დარჩენის შესაძლებლობა, უნდა მიეცეს ამის საშუალება.
ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება არის ასეთი, რომ ყველა პრინციპული გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული კონსულტაციების საფუძველზე. მთელი ამ წლების, 12 წლის  განმავლობაში სწორედ ამ პრინციპით მოქმედებდა ბიძინა ივანიშვილი. 
ჯერ არ დაწყებულა კონსულტაციები სიასთან დაკავშირებით. ჩვენთან სია განიხილება კოლეგიალურ რეჟიმში, პოლიტსაბჭოს ფორმატში. აქედან გამომდინარე, ყველა უნდა დაელოდოს შესაბამის ფორმატში ამ საკითხის განხილვას და გადაწყვეტილებები მიიღება სწორედ პოლიტსაბჭოს ფორმატში“, –  აღნიშნა პრემიერმა.
კითხვაზე, მერამდენე იქნება ირაკლი კობახიძე სიაშია, პრემიერი ამბობს, რომ  ამ საკითხზე  გადაწყვეტილებას მიიღებს პარტიის პოლიტიკური საბჭო.
ასევე, მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას,  წყვეტდა თუ არა ამ საკითხს ყოველთვის ბიძინა ივანიშვილი.
„არასწორია, ეს არის ტყუილი. ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება ასეთი პროცესების მიმართ არის სრულიად განსხვავებული. მისი დამოკიდებულებაა ის, რომ ნებისმიერი პრინციპული გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული კოლეგიალურ რეჟიმში და ამისთვის არსებობს  სათანადო ფორმატი, ეს არის პოლიტსაბჭოს ფორმატი. პოლიტსაბჭო იღებს საბოლოოდ გადაწყვეტილებას სიის ფორმირებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, აქ არის ჩართული გუნდის ყველა ლიდერი, პირველ რიგში, პარტიის საპატიო თავმჯომარე. შესაბამისად, ამ ფორმატში იქნება მიღებული გადაწყვეტილება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: გვარამია-მელიას რომ „ახალი“ ჰქვია, ეს უკვე სასაცილოა – პრემიერი
Next: ოპოზიციის სიხარული საქართველოს დასჯასთან დაკავშირებით ნაადრევია, არავინ არ აპირებს დასაჯოს საქართველო, საქართველოს მოსახლეობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.