Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები დაიწყო

მარშალ პრესი 25/05/2022
0121

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიასა და თვალის დიაგნოსტიკურ ცენტრ „ოკულუს მედთან“ გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია დაიწყო.

დღეს, უფასო სამედიცინო გამოკვლევები პირველად კირნათის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას ჩაუტარდა. აქციის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას მომსახურება გაუწია კვალიფიციურმა ოფთალმოლოგმა.

გამოკვლევებით 40-მდე ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ისარგებლა. აქცია წლის ბოლომდე გაგრძელდება და თვალის უფასო კვლევები თვეში ოთხჯერ მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება.

გამოკვლევები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვა დავოსის ეკონომიკური ფორუმის პანელზე
Next: ახლა დროა ევროკავშირმა მიიღოს ისტორიული გადაწყვეტილებები ქართველი ხალხისთვის – პრემიერი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.