Skip to content
17/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

იან კელი და დევიდ კრამერი საერთოდ აღარ არიან საინტერესოები, პირდაპირ გამოიკვეთა, რომ ლობისტები არიან, – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 25/05/2022
ირაკლი კობახიძე

იან კელი და დევიდ კრამერი საერთოდ აღარ არიან საინტერესოები, პირდაპირ გამოიკვეთა, რომ ლობისტები არიან, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იან კელისა და დევიდ კრამერის სტატიას სახელწოდებით „პუტინი უკრაინაში მარცხდება, მაგრამ საქართველოში იმარჯვებს“.

როგორც კობახიძე განმარტავს, იან კელის მორალური უფლება არ აქვს „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმეზე ისაუბროს.

„ მე მგონი, კელი და კრამერი საერთოდ აღარ არიან საინტერესოები, პირდაპირ გამოიკვეთა, რომ დიდი ხანია, რაც ლობისტები არიან. მინდა იან კელის ერთი რამ შევახსენო, მისი პოზიციაც ძალიან პრობლემური იყო თავის დროზე „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით.

სამწუხაროდ, მისმა პოზიციამაც გაუადვილა ნიკა გვარამიას 7 მლნ-ით გაეძარცვა „რუსთავი 2“ . ეს ძალიან სამწუხაროა. იან კელის არავითარი მორალური უფლება არ აქვს, მითუმეტეს გვარამიას სისხლის სამართლის საქმეზე ისაუბროს, ამ პიროვნული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით აქვს“,-აღნიშნავს კობახიძე.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისს შეხვდა
Next: ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვა დავოსის ეკონომიკური ფორუმის პანელზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.