Skip to content
18/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისს შეხვდა

მარშალ პრესი 25/05/2022
113
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ორ ქვეყანას შორის არსებული განსაკუთრებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალარ კარისის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
შეხვედრაზე, რომელიც დავოსში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა და  ქართული ინსტიტუციების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიმართულებით  ესტონეთის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ალარ კარისს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის  და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, ალარ კარისმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის თვითშეფასების კითხვარი საქართველომ ვადაზე ადრე შეავსო და ახლა ევროკომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების მოლოდინშია, ევროინტეგრაციის გზაზე კი საქართველოს ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს.
საუბარი შეეხო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობას. შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული პარტნიორობა ინოვაციების, ციფრული ტექნოლოგიებისა და განათლების სფეროში, ასევე თავდაცვის მიმართულებით. ხაზი გაესვა ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას და ამ კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების აუცილებლობას. საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელი ხალხის მიმართ საქართველოს სოლიდარობა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

Continue Reading

Previous: დავოსის ფორუმზე პრემიერს ჰქონდა უძლიერესი გამოსვლა – რატომ უნდა იყოს საქართველო ევროპული ოჯახის სრულყოფილი წევრი
Next: იან კელი და დევიდ კრამერი საერთოდ აღარ არიან საინტერესოები, პირდაპირ გამოიკვეთა, რომ ლობისტები არიან, – ირაკლი კობახიძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025