Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რაც უფრო მეტ მსგავს კომენტარებს გააკეთებენ ამაზე, მით უფრო სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდებენ თავს – არჩილ თალაკვაძე ოპოზიციაზე

მარშალ პრესი 12/06/2024
archil talakvadze

არჩილ თალაკვაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ იოანე ზოსიმეს ხელნაწერის შეძენაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. აუქციონის დასრულებამდე საქართველოში დიდი ინტერესი იყო იოანე ზოსიმეს წიგნის მყიდველის მიმართ. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ხელნაწერი ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა და საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადასცემს, ნაწილმა სოციალურ ქსელში სტატუსი წაშალა, ნაწილმა ქველმოქმედების დაკნინება დაიწყო.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, მათი დამოკიდებულება ღიმილისმომგვრელია.

„უბრალოდ ღიმილისმომგვრელია. რაც უფრო მეტ მსგავს კომენტარებს გააკეთებენ ამაზე, მით უფრო სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდებენ თავს“, – მიიჩნევს თალაკვაძე.

ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, „კრისტის“ აუქციონზე მილიონ ფუნტად შეიძინა პალიმფსესტი, რომელიც მოიცავს, ერთი მხრივ, V-VII სს. არამეულ ენაზე გადაწერილ მასალას, არსებითად ბიბლიურ და ასკეტურ ფრაგმენტებს, ხოლო, მეორე მხრივ, სინას მთაზე მოღვაწე იოანე ზოსიმეს მიერ 979 წელს გადაწერილ ლიტურგიკულ ტექსტებს სინას მთის კოლექციიდან. უნიკალური ხელნაწერი საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.

Post navigation

Previous: ოპოზიცია ერთობა, რეგისტრაციას არ გადის და დამალობანას თამაშობს სხდომათა დარბაზში. აქ არიან და ვითომ არ არიან
Next: ახალგაზრდობას ზურგზე კიდევ ერთი წურბელა დააჯდა ზურაბიშვილის სახით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.