Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპოზიცია ერთობა, რეგისტრაციას არ გადის და დამალობანას თამაშობს სხდომათა დარბაზში. აქ არიან და ვითომ არ არიან

მარშალ პრესი 12/06/2024
shalva papuashvili

ოპოზიცია ერთობა, რეგისტრაციას არ გადის და დამალობანას თამაშობს სხდომათა დარბაზში. აქ არიან და ვითომ არ არიან, – ამ სიტყვებით გახსნა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში პლენარული სხდომა და დარბაზში მყოფ დეპუტატებს მიმართა.

პაპუაშვილმა დეპუტატებს კენჭისყრებისა და რეგისტრაციის დროს დარბაზში ყოფნისკენ მოუწოდა.

„კოლეგებო, განსაკუთრებით უმრავლესობის წევრებს მინდა მოგმართოთ, როგორც ხედავთ ოპოზიცია ერთობა, რეგისტრაციას არ გადის და დამალობანას თამაშობს სხდომათა დარბაზში. აქ არიან და ვითომ არ არიან. როგორც აქამდე, უმრავლესობის პასუხისმგებლობაა საერთოდ ამ ქვეყანაში ყველაფერი ასეთი უპასუხისმგებლო ოპოზიციის ფონზე. ამიტომ, გთხოვთ რახან ხედავთ, რომ ასეთი ობსტრუქციაა ამ საკითხზე ვიყოთ კონცენტრირებული. ერთი საათი მოუწიათ ლოდინი კოლეგებს იმიტომ, რომ უმრავლესობის რამდენიმე წევრმა პარლამენტში მოსვლა დააგვიანა. ამიტომ გთხოვთ, კენჭისყრების დროს, რეგისტრაციის დროს ყველა იყოთ დარბაზში. ეს არის ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა ერთმანეთის და ქვეყნის მიმართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: ანტიდასავლური განწყობების მთავარი ექსპორტიორი ისევ და ისევ “გლობალური ომის პარტიაა”, რაც მის უძლეველობასა თუ IQ-შესაძლებლობებში არსებულ მითებსა და ლეგენდებს აშკარად ეჭვქვეშ აყენებს
Next: რაც უფრო მეტ მსგავს კომენტარებს გააკეთებენ ამაზე, მით უფრო სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდებენ თავს – არჩილ თალაკვაძე ოპოზიციაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.