Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს – ასოცირების შეთანხმების შესრულების მხრივ ჩვენ გვაქვს საუკეთესო მაჩვენებელი სამ ქვეყანას შორის

მარშალ პრესი 24/05/2022
ლევან იოსელიანი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, საქართველოს არც ვინმეზე ნაკლები უბრძოლია, არც ნაკლები სისხლი დაუღვრია და თუ სადღაც ეს დღეს ან გუშინ დაიწყო, საქართველო 30 წელია, ებრძვის რუსულ აგრესიას.

მისივე თქმით, ჩვენ დღესაც გვტაცებენ ადამიანებს, დღესაც გვიკლავენ მოქალაქეებს, და არ ვიმსახურებთ, რომ ჩამოვრჩეთ ამ დღის წესრიგს.

„გაისმა ბრალდებები, რომ ვიღაცებს არ სურთ, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, და ცდილობენ, რომ ჩვენმა ქვეყანამ ეს შანსი ხელიდან გაუშვას. ამიტომ გამოვედი ინიციატივით, ერთობლივად მოვამზადეთ ტექსტი და მე ვფიქრობ, რომ მას ყველას ხელმოწერა ექნება. ამ ტექსტით ვთხოვთ ევროკავშირის ხელმძღვანელობას, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, და ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ მივიღებთ აქტიურ მონაწილეობას ყველა რეფორმაში. მთავარი შინაარსი არის ის, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. არც ვინმეზე ნაკლები უბრძოლია საქართველოს, არც ნაკლები სისხლი დაუღვრია. თუ სადღაც ეს დღეს ან გუშინ დაიწყო, საქართველო 30 წელია, ებრძვის რუსულ აგრესიას. ჩვენ დღესაც გვტაცებენ ადამიანებს, დღესაც გვიკლავენ მოქალაქეებს, რომ ჩამოვრჩეთ ამ დღის წესრიგს. საქართველო ნამდვილად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ამას აძლიერებს ის ფაქტიც, რომ ასოცირების შეთანხმების შესრულების მხრივ ჩვენ გვაქვს საუკეთესო მაჩვენებელი ამ სამ ქვეყანას შორის“, – აცხადებს იოსელიანი.

ევროინტეგრაციის საკითხზე დაგეგმილი საპარლამენტო დებატები 25 მაისს გაიმართება. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 93 მუხლის თანახმად, 30 დეპუტატის ხელმოწერით არის მოთხოვნილი. ინიციატორების განცხადებით, შეკითხვები შეეხება კითხვარს, ევროპასთან და ნატოსთან ინტეგრაციას.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: გვაქვს უპრეცედენტო წინსვლა, ვუსწრებთ როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას და მიუხედავად ამ ყველაფრისა, ისინი მაინც აწარმოებენ აგიტაციას, რომ საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი
Next: უკრაინაში მიმდინარე ომის გამო უნგრეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.