Skip to content
18/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: გვაქვს უპრეცედენტო წინსვლა, ვუსწრებთ როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას და მიუხედავად ამ ყველაფრისა, ისინი მაინც აწარმოებენ აგიტაციას, რომ საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი

მარშალ პრესი 24/05/2022
ირაკლი კობახიძე

ჩვენ წარვადგინეთ კანდიდატობაზე განაცხადი, შევასრულეთ ასოცირების ვალდებულებების 45%-ზე მეტი. გვაქვს უპრეცედენტო წინსვლა ვუსწრებთ როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას. ამ პირობებში, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ისინი [რადიკალური ოპოზიცია] მაინც აწარმოებენ აგიტაციას საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ჩვენ მარტივი კითხვა გვექნება, როცა აწარმოებენ აგიტაციას იმის წინააღმდეგ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, რას ეფუძნება ეს შინაარსობრივად. მნიშვნელოვანია, ამ შემთხვევაშიც პუნქტობრივად ჩამოთვალონ, რის გამო არ იმსახურებს საქართველო კანდიდატის სტატუსს. არ ვაპირებთ ამ რეჟიმში დებატებში შესვლას. იქით აქარწყლონ ჩვენი არგუმენტები, იქით გვაქვს მოსადავებელი მათთან, არავითარი საფუძველი არ აქვთ, ისე აწარმოებენ ქართული სახელმწიფოს და ხელისუფლების წინააღმდეგ კამპანიას. თქვენ იცით, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური მიღწევები ყველა მიმართულებით. ეს არის ასოცირება, ეს არის თავისუფალი ვაჭრობა, ვიზალიბერალიზაცია. ამას მიაღწია საქართველომ „ქართულმა ოცნების“ ხელისუფლების პირობებში. ახლა ჩვენ წარვადგინეთ კანდიდატობაზე განაცხადი, შევასრულეთ ასოცირების ვალდებულებების 45%-ზე მეტი. გვაქვს უპრეცედენტო წინსვლა ვუსწრებთ როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას. ამ პირობებში, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ისინი მაინც აწარმოებენ აგიტაციას საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ზოგადად ყველამ ვიცით, ვინ დადის კაბინეტებში, დერეფნებში და ვინ რა აგიტაციას აწარმოებს, ამაზე შეგვიძლია, მეტი კონკრეტიკაც მოგაწოდოთ“, – განაცხადა კობახიძემ.

Continue Reading

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა
Next: ლევან იოსელიანი: საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს – ასოცირების შეთანხმების შესრულების მხრივ ჩვენ გვაქვს საუკეთესო მაჩვენებელი სამ ქვეყანას შორის

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025