Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნაცფაშისტებმა მორიგი იერიში მიიტანეს დეპუტატ ირაკლი ზარქუაზე, რომელიც მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა – ეს უკვე სცილდება ადამიანურობის საზღვრებს და ბულინგის “შემოქმედები” უმკაცრეს პასუხს მიიღებენ!

მარშალ პრესი 09/06/2024
EDISHER

რაც ამჟამად ოკეანის გაღმა-გამოღმელი პატრონთა წაქეზებულების მიერ საქართველოს პარლამენტის 84 დეპუტატის მიმართ ხდება და რასაც ოპოზიციად წოდებული მეხუთე კოლონა აკეთებს, ეს არ ხდებოდა 20-30-იანი წლების იტალიაში, გერმანიაში, პორტუგალიაში, უნგრეთში, ესპანეთში… ანუ იმდროინდელი ფაშისტური ევროპის უდიდეს ნაწილში! – ამის შესახებ ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, დეპუტატ ირაკლი ზარქუას მიმართ რადიკალი აქტივისტის მიერ ბულინგის მცდელობა, უკვე ყოველგვარ საზღვრებს სცდება. როგორც გვენეტაძე აცხადებს, დესტაბილიზაციის მიზნით ჩადენილ ქმედებებს სახელმწიფო და საზოგადოება უმკაცრესად უპასუხებს.

“რაც ამჟამად ოკეანის გაღმა-გამოღმელი პატრონთა წაქეზებულების მიერ საქართველოს პარლამენტის 84 დეპუტატის მიმართ ხდება და რასაც ოპოზიციად წოდებული მეხუთე კოლონა აკეთებს, ეს არ ხდებოდა 20-30-იანი წლების იტალიაში, გერმანიაში, პორტუგალიაში, უნგრეთში, ესპანეთში… ანუ იმდროინდელი ფაშისტური ევროპის უდიდეს ნაწილში!
რასაც, მაშინდელი ევროპული დემოკრატიები, როგორც ახლა საქართველოში დუმილით და თავის დაქნევით ხვდებოდნენ!

დღეს ნაცფაშისტებმა მორიგი იერიში მიიტანეს დეპუტატ ირაკლი ზარქუაზე, რომელიც მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა!
ნაცფაშისტთა ეს აქტივისტი ვინმე ქალი ზედმეტსახელით “ქრისტო” რომელიც ბულინგის დღემდე უცნობ ფორმებს იყენებს.

უეჭველია “კანვასის” ტრენერების მიერ დატრენინგებულია ადამიანების მიმართ სიძულვილის გამძაფრებასა და ქვეყნის არეულობის მცდელობა-საბოლოო განადგურებაში!
ამიტომ რასაც ამჟამად ნაცსექტა აკეთებს ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მიზნით, ეს უკვე სცილდება ადამიანურობის საზღვრებს და მისი “შემოქმედები” სახელმწიფოს და საზოგადოების მხრიდან შესაბამის უმკაცრეს პასუხს მიიღებენ!” – წერს ედიშერ გვენეტაძე.

Post navigation

Previous: დღეს, როდესაც ველოდებოდი ჩემს შვილს, ნაც-აქტივისტი ქალი დამიპირისპირდა და ალბათ ნახავდით ამ ლიბერალური ფაშიზმის მორიგ გამოხტომას
Next: ერთი ნაბიჯი გაკლიათ ხონის კლინიკაში მოსახვედრად – დავით ქართველიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.