Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დღეს, როდესაც ველოდებოდი ჩემს შვილს, ნაც-აქტივისტი ქალი დამიპირისპირდა და ალბათ ნახავდით ამ ლიბერალური ფაშიზმის მორიგ გამოხტომას

მარშალ პრესი 09/06/2024
irakli zarkua

ტრადიციულად კვირაობით დამყავს-ხოლმე ჩემი 11 წლის ქალიშვილი ცეკვაზე. დღეს, როდესაც ველოდებოდი ფოიეში წუთი-წუთზე ჩემს შვილს , ნაც-აქტივისტი ქალი, მობილურმომარჯვებული დამიპირისპირდა და ალბათ ნახავდით ამ ლიბერალური ფაშიზმის მორიგ გამოხტომას, – წერს “ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ზარქუა, რომელიც მის მიმართ განხორციელებული ბულინგის ამსახველი ვიდეოს სოციალურ ქსელში გავრცელებას ეხმიანება.

როგორც ზარქუა აღნიშნავს, ქალი, რომელმაც მას შეურაცხყოფა მიაყენა, რადიკალი აქტივისტი, ვინმე ქრისტო, აღმოჩნდა, რომელიც თანამზრახველთან ერთად სპეციალურად დეპუტატის დასაბულინგებლად მივიდა.

“ტრადიციულად კვირაობით დამყავს-ხოლმე ჩემი 11 წლის ქალიშვილი ცეკვაზე.

დღეს, როდესაც ველოდებოდი ფოიეში წუთი-წუთზე ჩემს შვილს , ნაც-აქტივისტი ქალი, მობილურმომარჯვებული დამიპირისპირდა და ალბათ ნახავდით ამ ლიბერალური ფაშიზმის მორიგ გამოხტომას, თან რამდენჯერმე გავაფრთხილე, რომ ბავშვს ველოდები ფოიეში (ეგ ნაწილი ალბათ ამოჭრა ) და ნუ მოიქცეოდა ასე, თუმცა სანამ იქ მყოფმა სხვა მშობლებმაც არ მიუთითეს ამ თავხედობაზე და არ გააგდეს, მანამდე არ დამშვიდდა! კადრების ის ნაწილი გამოდო, რაც ამ ყველაფერს არ ასახავს. ეს ქალბატონი აღმოჩნდა რადიკალ-ნაც-აქტივისტი ვინმე ქრისტო, რომელიც თავის თანამზრახველთან ერთად სპეციალურად ამ საქმისთვის იყო მოსული ჩემთან.

აქ უკვე კომენტარიც და რამე საღ მსჯელობაზე, ან მორალზე, ან ადეკვატურობაზე საუბარი ალბათ ზედმეტია, როცა ასეთ უმორალო ხალხს ეხება საქმე! ბოლოს, მაინც მინდა წუხილი გამოვთქვა და აღვნიშნო, რომ ეს ქალი ალბათ შესაბრალებელია თავისი ამ ამორალური საქციელით, ლექსიკით, სიტყვა-პასუხით და ქმედებით… ამიტომ ასეთებზე დიდად ვერც ვბრაზდები!!! დააზეპირებინეს რამდენიმე ფრაზა და დარბიან ასე…” – წერს ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის ვეტერანი სპორტსმენი ძიუდოში ირინე ლეონიძე, ვეტერანთა შორის ევროპის ჩემპიონია
Next: ნაცფაშისტებმა მორიგი იერიში მიიტანეს დეპუტატ ირაკლი ზარქუაზე, რომელიც მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა – ეს უკვე სცილდება ადამიანურობის საზღვრებს და ბულინგის “შემოქმედები” უმკაცრეს პასუხს მიიღებენ!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.