Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დასანქცირება ვერ იქნება ის, რის გამოც შეიძლება ქვეყანა დათანხმდეს უკრაინიზაციას, არ მოხდება ამის გადახედვა

მარშალ პრესი 09/06/2024
zaal mikeladze1

„ხალხის ძალის“ წევრი ზაალ მიქელაძე აცხადებს, რომ სანქციების შიშით საქართველო არ გადაუხვევს კურსს და არ დათმობს ქვეყნის მომავალსა და სუვერენიტეტს. როგორც მიქელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საქართველო არ დათანხმდება ქვეყნის უკრაინიზაციას. რაც შეეხება იმას, თუ როგორ გააგრძელებს ქვეყანა ურთიერთობას დასავლელ პარტნიორებთან, „ხალხის ძალის“ წევრი დარწმუნებულია, რომ ყველა სხვა თემაზე საუბარი, მსჯელობა და კომპრომისის მიღწევა, შესაძლებელია.

„მთავარი პრინციპი დარჩება უცვლელი – ეს ქვეყანა თავის მომავალს არაფრის სანაცვლოდ არ გაყიდის. ვერ იქნება ვერც ზაალ მიქელაძის და ვერც სხვა რანგის ადამიანის დასანქცირება ის, რის გამოც შეიძლება ქვეყანა დათანხმდეს უკრაინიზაციას, არ მოხდება ამის გადახედვა. სხვა დანარჩენზე, აბსოლუტურად ყველაფერზე საუბარი შეიძლება. დარწმუნებული ვარ, ევროპა გადალახავს იმ ვაი-ლიბერალიზმის პერიოდს და დაუბრუნდება სტანდარტულ დემოკრატიას. დავინახავთ, რომ ისიც დიდი მსოფლიო მაგნატების წნეხის ქვეშაა. ჩვენ გვედავებიან რამდენიმე ტონა მანდარინის და ყურძნის გატანას ჩრდილოეთში და ან იმასაც, რომ ვინმემ რამდენიმე სახურავისთვის ალუმინი შემოტანა თურმე რუსეთიდან. ამ დროს, დატვირთულ გემებსა და ტრაილერებს ვხედავთ ევროპაში, რასაც „რუსული“ აწერია. არ შეუწყვეტია არავის ვაჭრობა რუსეთთან და ვიღაცა თვალებს გვიბრმავებს,“ – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე ნოდარ მელაძის გადაცემის რეპორტაჟს ეხმიანება
Next: ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის ვეტერანი სპორტსმენი ძიუდოში ირინე ლეონიძე, ვეტერანთა შორის ევროპის ჩემპიონია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.