Skip to content
07/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მაშინ მობილურები არ იყო და იმ დროის ელენე ხოშტარიები ალბათ დეპეშით უპატაკებდნენ მოსკოვს

მარშალ პრესი 08/06/2024
SHALVA PAPUASHVILI

უნივერსიტეტში ლექტორის მიმართ ობსტრუქციის ორგანიზება ბოლშევიკური ტერორის ნაცადი იარაღი იყო, მაშინ მობილურები არ იყო და ალბათ, იმ დროის ელენე ხოშტარიები დეპეშით უპატაკებდნენ მოსკოვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ლექციის დროს უნივერსიტეტთან გამართული აქციის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთი წევრი ელენე ხოშტარიას და ზურაბ ჯაფარიძეს ინფორმაციას აწვდის.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ზოგს თავისუფლება წითელ ტერორში ერევა.

„უნივერსიტეტში ლექტორის მიმართ ობსტრუქციის ორგანიზება ბოლშევიკური ტერორის ერთ-ერთი ნაცადი იარაღი იყო. მაშინ მობილურები არ იყო და იმ დროის ელენე ხოშტარიები, ალბათ, დეპეშით უპატაკებდნენ მოსკოვს ზუსტად იმავე ტექსტით.

არ დაგვავიწყდეს, რომ შარშან შემთხვევით ცნობილი გახდა, რომ „დროას“, ყალბი ენჯეო-სქემის გამოყენებით, „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ (EED) ევროკავშირის ბიუჯეტიდან აფინანსებს, ისევე, როგორც „სირცხვილიას“ და ძალადობის სხვა პროპაგანდისტებს. როგორც ჩანს, ზოგს თავისუფლება წითელ ტერორში ერევა ან სულაც არ ერევა და ზუსტად იცის, რასაც აფინანსებს“, – წერს პაპუაშვილი.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: Brussels Signal-ის სტატია ევროპელი პოლიტიკოსების ორმაგ სტანდარტს ამხელს – დავით ჩიხელიძე
Next: კატეგორიულად ვგმობ სამარცხვინო თავდასხმას დანიის პრემიერ-მინისტრზე, პოლიტიკაში ძალადობის გამოყენება მიუღებელია და ცივილიზებულ სამყაროში მისი ადგილი არ არის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.